სახალხო დამცველის თქმით, 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ რამდენიმე პირს ხილული დაზიანებები აღენიშნება
სახალხო დამცველის აპარატი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული პირების მდგომარეობას, სასამართლოში მანდატურების მიერ შესაძლო არაპროპორციული ძალის გამოყენებას და სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ მოწოდებას ეხმაურება.
გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სახალხო დამცველმა გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებული 11 პირი მოინახულა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე. სახალხო დამცველი ასევე ყურადღებას ამახვილებს პოლიციელთა მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე.
"ამასთან, გასული ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირი მოინახულეს.
დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. რამდენიმე მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე. სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც აგრძელებენ ვიზიტებს დაკავებულთა მონახულების მიზნით. სახალხო დამცველის არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განახორციელებს შესაბამის სამართლებრივი რეაგირებას და გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ყურადღებას გაამახვილებს პოლიციელთა მხრიდან დაკავების დროს პროტესტის მონაწილეთა მიმართ უხეშ დამოკიდებულებასა და ძალის გამოყენებაზე და კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ საპოლიციო მოქმედებების განხორციელების დროს გამოყენებული ძალა უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველი, დამატებითი შესწავლის შემდეგ, მოახდენს შესაბამის რეაგირებას", — წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ამას გარდა, გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების საქმეებზე გამოძიებას არ უცდია მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულებები,"რაც დაადასტურებდა პირადი ჩხრეკისა და დაკავების გარემოებების შესახებ პოლიციელების ჩვენებებში აღწერილ ვითარებას."
"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, წლების განმავლობაში სახალხო დამცველი მიუთითებდა სამართალდამცავი ორგანოების არასწორ პრაქტიკაზე, რა დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა პირადი ჩხრეკა ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნისა და მათი მოპოვების მცდელობის გარეშე ტარდებოდა. მიმდინარე პერიოდში სახალხო დამცველის მიერ, ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების საქმეების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიებას არ უცდია მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პირადი ჩხრეკისა და დაკავების გარემოებების შესახებ პოლიციელების ჩვენებებში აღწერილ ვითარებას, მათ შორის, ბრალდებულის და მოწმის მიერ მოწოდებულ განსხვავებულ ინფორმაციას. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დამკვიდრებული ეს არასწორი პრაქტიკა, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
აღნიშნული საკითხის პრობლემურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი ახობაძის, თევდორე აბრამოვის და ნიკოლოზ კაციას სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებები წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ბრალდებულის მიმართ უკვე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
უფლებამოსილების ფარგლებში სახალხო დამცველს აქვს წვდომა დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეთა მასალაზე, შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივის თუ დაინტერესებული პირების მომართვის საფუძველზე კვლავ განაგრძობს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებული ან მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმეთა შეფასებას და შეისწავლის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული საპროცესო უფლებების დარღვევის ფაქტებს", — წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია სასამართლოს შენობებში მანდატურების მხრიდან შესაძლო არაპროპორციული ძალის გამოყენებაზეც.
"საგულისხმოა, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას პროპორციული ძალის გამოყენების საკითხი ასევე პრობლემურია საერთო სასამართლოების შენობებში, სადაც შესაძლოა, მანდატურთა მხრიდან ადგილი ჰქონდეს მოქალაქეთა მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას. აპარატი დამატებითი შესწავლისა და მანდატის ფარგლებში შეფასების შემდეგ ამ საკითხზეც მოახდენს რეაგირებას", — წერია განცხადებაში
სახალხო დამცველი ასევე ეხმიანება აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ანუკი ჩრდილელის პირადი ინფორმაციის (სავარაუდო ჯანმრთელობის მდგომარეობის) გასაჯაროებასაც და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, საჯარო პირებსა თუ მედია საშუალებებს, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება.
"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალური ქსელებისა და მედია პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის, პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიერ აქციის ერთ-ერთი მონაწილის (სავარაუდო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქალაქის) შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება უხეშად არღვევს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და ხელყოფს ადამიანის ღირსებას. ამასთან, აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და ახალისებს დისკრიმინაციას.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებს, საჯარო პირებსა თუ მედია საშუალებებს, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებების გავრცელებისგან", — წერს სახალხო დამცველი.
ლევან იოსელიანი სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველი რიგ ფაქტებზე დუმილსა და უმოქმედობაში დაადანაშაულა. სახალხო დამცველის თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ეს განცხადება მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
"სახალხო დამცველი ასევე ეხმიანება ბოლო პერიოდში სხვადასხვა საჯარო პირის, მათ შორის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც არის დეზინფორმაციული ხასიათის, მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის გაზრდას და აზიანებს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესს. სახალხო დამცველი შეახსენებს ყველას რომ ის არის კონსტიტუციური და დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ყოველგვარი ჩარევის გარეშე დამოუკიდებლად ზედამხედველობს და აფასებს მოვლენებს და შესაბამისი ფორმით ახდენს საზოგადოების ინფორმირებას", — წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
კომენტარები