სინდისის 8 პატიმრისთვის გამოტანილ განაჩენს ადვოკატები სააპელაციოში გაასაჩივრებენ
სინდისის 8 პატიმრის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. IPN-ის ცნობით, ამის შესახებ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, აპირებენ მიმართონ სტრასბურგის სასამართლოსაც, "რომელიც სამართლიანი სასამართლოს დარღვევის უფლებას დაადგენს".
ადვოკატის განცხადებით, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უნდა ყოფილიყო და სამწუხაროა, როცა "სასამართლოს გამბედაობა არ ეყო კანონიერი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო".
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ გადააკვალიფიცირა, "ვერ უძლებს მინიმალურ სამართლებრივ კრიტიკასაც კი"
"ბრალდება, რომელიც წარდგენისთანავე აბსურდული იყო, სასამართლო პროცესზე, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში დადასტურდა. პროკურატურამ ვერ შეძლო, ერთი პირდაპირი მტკიცებულებითაც კი დაედასტურებინა ვეფხია კასრაძის რაიმე ქმედება და მოქმედება. სასამართლოს პირველივე დღიდან ვეუბნებით პროკურატურას, დაგვისახელეთ ერთი მტკიცებულება, რომელიც ვეფხია კასრაძის მხრიდან ქმედების განხორციელებას დაადასტურებს. საქმეში მტკიცებულებები ვერ იქნა წარდგენილი, რაც დაადასტურებს კასრაძის ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელებას, ასევე სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში.
ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი უნდა ყოფილიყო და სამწუხაროა, როცა სასამართლოს გამბედაობა არ ეყო კანონიერი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო. არ არსებობდა მტკიცებულებები, რომ დღევანდელი სხდომა აღნიშნული შედეგით დასრულებულიყო. მტკიცებულებები უტყუარობის, კანონიერების ნაწილში უნდა შეფასდეს და ვერც ერთი სტანდარტი, ვერ დააკმაყოფილა აღნიშნულმა განაჩენმა. ნებისმიერი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, ეს გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ გადააკვალიფიცირა, ვერ უძლებს მინიმალურ სამართლებრივ კრიტიკასაც კი.
დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდეს და ერთადერთი, სწორი განაჩენი იქნეს მიღებული, ეს არის ყველა პირის გამართლება. როცა ყველა ინსტანციას ამოვწურავთ, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, რომელიც სამართლიანი სასამართლოს დარღვევის უფლებას დაადგენს," — განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.
ასევე იხილეთ:
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები