3 აქცია, რომელიც სავარაუდოდ $3-ტრილიონიანი კომპანიების კლუბს შეუერთდება
არსებული მდგომარეობით, სამი უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალი, რომელთა საბაზრო ლაპიტალიზაციაც 3 ტრილიონ დოლარს აღემატება ასეთია: Nvidia, Microsoft და Apple.
ბაზრის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სამომავლოდ ამ სიას კიდევ რამდენიმე კომპანია შეუერთდება. მათ შორის სამზე, სტატიის მომდევნო ნაწილში გიყვებით:
1. Alphabet (GOOGL,GOOG)
სხვა გიგანტებს შორის 3-ტრილიონიანი მწვერვალის ყველაზე სწრაფად დაპყრობის შანსი Google-ის მშოსბელ კომპანიას, Alphabet-ს აქვს. ამისთვის მისი აქციების ღირებულება დამატებით 20%-ით უნდა გაიზარდოს. ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კომპანია ამას მომდევნო წელს შეძლებს.
Google Cloud ის პროდუქტია, რომელსაც კომპანიის შესაძლო წარმატების მთავარ ფაქტორად ასახელებენ, რადგან ის ყველაზე სწრაფად მზარდი სერვისია კომპანიის სხვა მსგავს პროდუქტებს შორის. როგორც ცნობილია, 2025 წლის მეორე კვარტალში მისი შემოსავალი წლიურად 32%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Alphabet ზრდის კაპიტალურ ინვესტიციებსაც, რათა დააკმაყოფილოს ძლიერი მოთხოვნა მის ეგრეთ წოდებულ ღრულბლოვან პროდუქტებსა და მოსმახურებაზე, რაც, თავის მხრივ, ხელოვნურ ინტელექტზე მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული.
Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია "ბიზნესის ყველა მიმართულებაზე დადებითად მოქმედებს". გუგლის საძიებო სისტემამ უკვე დანერგა AI Overviews და AI Mode ფუნქციები. ამასთან, AI რეკლამის განმათავსებლებს მაქსიმალური სარგებლის მიღებაში ეხმარება. გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც Youtube ვიდეოს ხმოვან ნაწილს ტექსტად გარდაქმნის.
არსებული მდგომარეობით, მისი ერთი A კლასის აქციის ღირებულება 212.74 დოლარია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.578 ტრილიონს უტოლდება.
2. Amazon (AMZN)
ამჟამად Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის იმავე დონეზეა, სადაც Alphabet-ის. სავარაუდოა, რომ ელექტრონული კომერციისა და ღრუბლოვანი სერვისების მიმწოდებელი გიგნატიც მარტივად მიაღწევს 3-ტრილიონიან ზღვარს.
ისევე როგორც Alphabet-ის შემთხვევაში, Amazon-ის მთავარი მამოძრავებელი ძალაც AI-ის ტალღაა. ამჟამად კომპანიის პლატფორმებს შორის ყველაზე დიდი საბაზრო წილს Amazon Web Services (AWS) ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ AWS იმდენად სწრაფად არ იზრდება, როგორც ზოგიერთი კონკურენტი, Amazon-ის შემოსავლისა და მოგების ზრდისთვის მისი სტაბილური განვითარება სავსებით საკმარისია.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ Amazon-ს უდიდესი შესაძლებლობები აქვს ელექტრონულ გაყიდვებშიც. ამ ბიზნესის შემოსავალი და საოპერაციო მოგება კვლავაც ორნიშნა პროცენტებით იზრდება. ბაზრის მიმოხილვა აჩვენებს, რომ საცალო გაყიდვების უმეტესობა ჯერ კიდევ ფიზიკურად, მაღაზიებში მიმდინარეობს — შესაბამისად, Amazon-ს განვითარებისთვის უზარმაზარი სივრცე აქვს.
გარდა ამისა, Amazon-ის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა რეკლამაც. კომპანია წელს გეგმავს Project Kuiper-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის გაშვებასაც. მისი შვილობილი Zoox კი რობოტაქსის ბაზარზე სერიოზულ მოთამაშედ იქცა.
არსებული მდგომარეობით, Amazon-ის ერთი აქციის შეძენა 228.70 დოლარად არის შესაძლებელი. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.442 ტრილიონი დოლარია.
3. Meta Platforms (META)
ზემოთხსენებული კომპანიებისგან განსხვავებით Meta Platform-ს შედარებით რთული ამოცანა აქვს 3-ტრილიონიანი კაპიტალიზაციის მიღწევის გზაზე. თუმცა, ამის მიხედავად, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია.
არსებული მდგომარეობით, Meta-ს შემოსავლის ძირითადი ნაწილი მის პლატფორმებზე განთვასებულ რეკლამებზე მოდის — Facebook, Instagram, Messenger და WhatsApp. საქმეში ჩართულია ხელოვნური ინტელექტიც, რომელიც მუშაობს: რეკლამების მიზნობრივ რეკომენდაციებზე, მომხმარებლის ჩართულობის გაზრდაზე და კონტენტის შექმნის გამარტივებაზე.
გარდა ამისა, ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ჭკვიანი სათვალეები Meta-სთვის მომდევნო წლების უდიდესი ზრდის ფაქტორი გახდება. Ray-Ban Meta AI სათვალეების გაყიდვები სწრაფად იზრდება. ახალი Oakley Meta AI სათვალეებიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი ამ მიმართულებაზე დიდ ფსონს დებს.
უნდა ითქვას, რომ ამ კომპანიის განვითარების გზაზე ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ნაწილი AI სუპერინტელექტში მისი მასშტაბური ინვესტიციაა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ კომპანია ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწევს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
არსებული მდგომარეობით, Meta-ს ერთი აქციის ღირებულება 737.79 დოლარია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.856 ტრილიონს უტოლდება.
აქვე გეტყვით, რომ ამ და სხვა კომპანიების აქციების შეძენა მარტივად, თიბისის მობაილბანკშია შესაძლებელი. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ უფრო სიღრმისეული კვლევა ჩაატარე.
ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები