ვლადიმერ პუტინი: უკრაინაში მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელია NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხის გადაჭრა
ფოტო: SUO TAKEKUMA/Pool via REUTERS
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ, ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხის გადაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა სცადა უკრაინა საკუთარ ორბიტაში მოექცია და შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა NATO-ს სამხედრო ალიანსში ჩაეთრია.
"იმისთვის, რომ უკრაინის საკითხის მოგვარება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოიფხვრას," — აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, ასევე აუცილებელია "უსაფრთხოების სფეროში სამართლიანი ბალანსის აღდგენა", რაც NATO-სა და ევროპულ უსაფრთხოებაზე რუსეთის მოთხოვნებს გულისხმობს.
Reuters-ის ცნობით, მაისში პუტინის პირობებში ომის დასასრულებლად შედიოდა დასავლელი ლიდერებისგან წერილობითი ვალდებულება NATO-ს გაფართოების შეჩერებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნის შესახებ.
პუტინის თქმით, "შეთანხმებებს", რომლებსაც მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აგვისტოში ალასკაში გამართულ სამიტზე მიაღწია, უკრაინაში მშვიდობის გზას ხსნის, რაზეც ის ჩინეთში რეგიონული სამიტის მონაწილე ლიდერებთან იმსჯელებს.
პუტინმა აღნიშნა, რომ კვირას დეტალურად გააცნო სი ძინპინს ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგები და უკვე დაწყებული სამუშაოები კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით, და პირადად მიაწვდის მეტ ინფორმაციას ორმხრივი შეხვედრებისას.
ცნობისთვის, პუტინის თვითმფრინავი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, ბინჰაის აეროპორტში კვირას, 31 აგვისტოს, დილით დაეშვა.
რუსეთის ლიდერის ვიზიტი ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინპინის მოწვევით ოთხი დღე გაგრძელდება – 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ერთ ქვეყანაში ასეთი ხანგრძლივი ვიზიტები ძალიან იშვიათია.
პუტინი მონაწილეობას მიიღებს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში, რომელიც ტიანძინში 31 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაიმართება.
- ჩინეთში მიმდინარე სამიტზე პუტინმა კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაა აუცილებელი
- BBC: ჩინეთის და ინდოეთი პირობას დებენ, რომ "პარტნიორები იქნებიან და არა მეტოქეები"
- სი ძინპინი ალიევს და ფაშინიანს შეხვდა
- პუტინი ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა — კიდევ ვის ელიან პეკინში?
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები