გრიგოლ გეგელია

31 Aug. 2025, 16:25

დღეს არის თარიღი, რომელსაც ელოდა საქართველო და სრულიად ცივილიზებული მსოფლიო. ეს არის დღე, რომელიც საბოლოოდ არქმევს სახელს ქართული ოცნების პრორუსულ რეჟიმს, რომელმაც არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ მილიონობით ქართველს უვიზოდ მიმოსვლის საშუალება შეენარჩუნებინა. ეს არის დღე, როდემდეც ქართულ ოცნებას უნდა ეთქვა, რომ ის კრიზისის განმუხტვას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების ჩატარებას და იმ რვა საკვანძო მიმართულებით ყველაფრის გაკეთებას აპირებს იმისთვის, რომ ქართველებმა უვიზო მიმოსვლა არ დაკარგონ. აქედან ქართული ოცნების რეჟიმს არათუ არაფერი არ გაუკეთებია სასიკეთოდ, არამედ ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით, რუსული პოლიტიკური ინტერესის გასახარებლად და საქართველოში თავისუფლების ბასტიონის - ჩვენი არასამთავრობოების წინააღმდეგ საბრძოლველად გააკეთა.

ჩვენ უამრავი მაგალითი გვახსოვს წლების განმავლობაში, როდესაც ყველაზე ძირეულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და კრიტიკულ მომენტებში ქართულმა ოცნებამ გადადგა რუსული ნაბიჯები და არ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც თქვენი, თქვენი ოჯახების, საზოგადოების და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში იქნებოდა. ჩვენ ახლა ერთ ასეთ მომენტს ვხედავთ, როდესაც ქართულმა ოცნებამ ცელი გამოუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს, როდესაც მათ ღიად უარყვეს ჩვენი შანსები და მომავალი. მათ გაწირეს შესაძლებლობა, რომ უვიზოდ გადავადგილდებოდეთ ევროპული კავშირის მასშტაბით, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და პერსონალურ შანსსა და საშუალებას წარმოადგენს ქართველისთვის.

შესაბამისად, მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმაზე, რაც შემდგომში იქნება, რაზეც ჩვენ ევროპული კავშირის ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფომ გაგვაფრთხილა, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენ მაღალი ალბათობით დავკარგავთ უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს, ქართული ოცნების ბოროტმოქმედთა ბანდფორმირებას ეკისრება. ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ ვიდრე ეს ბოროტმოქმედი ბანდფორმირება მართავს ჩვენს სახელმწიფოს დე ფაქტო რეჟიმში, ჩვენ არანაირი ევროპული ინტეგრაცია, არანაირი მშვიდობა და არანაირი კეთილდღეობა არ გვექნება. ამიტომ, გამოდით, ვიბრძოლოთ, დავიბრუნოთ ეს ქვეყანა და ეს სახელმწიფო დავუბრუნოთ მის ისტორიულ, ევროპულ გეზს.

განაცხადა "ლელო ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირს პირობების შესასრულებლად ქართული ოცნებისთვის ვადა 31 აგვისტომდე ჰქონდა მიცემული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას, ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  3. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. სექტემბერი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ახალი ეტაპის, სწავლისა…