მიტროპოლიტი სტეფანეს თქმით, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი "მწვალებლობას ქადაგებს" და სინოდს მოუწოდებს, დაინტერესდეს
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს დაუპირისპირდა. მან ქადაგებისას თქვა, რომ დოროთე ყურაშვილი "მწვალებლობას ქადაგებს" და მისით სინოდის კომისია უნდა დაინტერესდეს.
ცნობისათვის, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სინდისის პატიმრების და პროევროპული აქციების გულშემატკივარია. ის მხარდაჭერას უცხადებს უკანონოდ დაკავებულებს და "ოცნების" ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს.
"ან მოინანიოს, ან ამაზე ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს. ახლა ქადაგებს მწვალებლობას, მაგრამ "მწვალებლის" სახელი რომ ეწოდოს, ამისთვის უნდა გასამართლდეს ეკლესიური წესით. სინოდის კომისიას, რომელიც ამ საკითხებს განიხილავს, მე ვთხოვ, ყურადღება მიექცეს ამ ადამიანის ქადაგებებს და მათ მიმართ მიიღონ ზომა, რაც არის საჭირო. თუ მოინანიებს, ღმერთმა შეუნდოს. რაღაც პერიოდი მაინც დავაყენოთ, რომ გაჩერდეს, ზედმეტად არ ილაპარაკოს რაღაცები. თუ გააგრძელებს ასე ლაპარაკს, ასეთი რამეების მოწოდებას, მაშინ ყველამ იცოდეს, რომ ეს არ არის ეკლესიის მქადაგებელი, არის არის მწვალებელი, რომელიც სახარების სახელით ცდილობს ადამიანების შეცდომაში შეყვანას", — მიტროპოლიტ სტეფანეს კომენტარს ფორმულა ავრცელებს.
მიტროპოლიტის განცხადებას საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. ისინი სოციალურ ქსელში მხარდაჭერას უცხადებენ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს და მადლობას უხდიან "ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის".
ამის შემდეგ, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა ყველას თანადგომისთვის და ხალხს ქვეყნის დასაცავად ერთიანობისკენ მოუწოდა.
"მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ.
მინდა გითხრათ, რომ, თქვენ ჩემ გვერდით დგახართ და მე თქვენ გვერდით ვდგავარ ჩემს და თქვენს ქრისტესთან ერთად. და ჩვენ, ყველა ერთად, ვინც ნათელ მხარეს ვართ, ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოს სადარაჯოზე, არამედ წარსული, აწმყო და მომავალი საქართველოსი.
გაერთიანდით, გაძლიერდით და დაიცავით ჩვენი დიდებული საქართველო. მადლობა, რომ ასეთი გონიერები და უშიშრები ხართ. მე თქვენი აღმოჩენით საქართველოს უდრეკი სული აღმოვაჩინე და ასეთი გახარებული არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ვყოფილვარ. საქართველო ცოცხალია.
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება ქართველ და უკრაინელ გმირ ხალხს!
ჩვენ გამარჯვებულები ვართ", — წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები