"დრუჟბას" მილსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით, პიტერ სიიარტოს ბრალდებებს ანდრეი სიბიგა პასუხობს
22 აგვისტოს დილით, უკრაინამ იერიში მიიტანა ბრიანსკის ოლქში მდებარე ნავთობსატუმბ სადგურ უნეჩაზე, რომელიც უკრაინული გამოცემების ცნობით, "დრუჟბას" მილსადენთანაა დაკავშირებული. მომხდარს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, რუსეთისა და ბელარუსის საზღვართან "დრუჟბას" ნავთობის მილსადენზე თავდასხმის გამო, უნგრეთს ნავთობის მიწოდება შეუჩერდა, რაც უნგრეთის ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა იყო.
მოგვიანებით უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა "დრუჟბის" მილსადენის დაზიანების გამო, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს წერილი მისწერა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვაზე — იქონია თუ არა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოზე რუსეთში მილსადენ "დრუჟბაზე" უკრაინის მიერ მიტანილმა იერიშებმა გავლენა, განაცხადა, რომ "ყოველთვის უჭერდნენ მხარს უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას, ახლა ამ მეგობრობის არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული".
სიიარტომ ზელენსკის ამ განცხადებას 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უპასუხა. მან X-ზე დაწერა, რომ "ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნულ დღესასწაული უნგრეთის დასაშინებლად გამოიყენა" და მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, "შეწყვიტოს უნგრეთისთვის მუქარა და თავდასხმები [უნგრეთის] ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე".
"ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნულ დღესასწაული უნგრეთის დასაშინებლად გამოიყენა. ჩვენ მკაცრად უარვყოფთ უკრაინის პრეზიდენტის დაშინებას.
ჩვენ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ვცნობთ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტურ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ ვცემთ პატივს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოვითხოვთ საპასუხოდ.
ბოლო დღეებში უკრაინამ სერიოზული თავდასხმები განახორციელა ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა სუვერენიტეტზე თავდასხმას ნიშნავს.
ომი, რომელიც უნგრეთი არ უკავშირდება, ვერასოდეს გაამართლებს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას.
მოვუწოდებთ ვოლოდიმირ ზელენსკის, შეწყვიტოს უნგრეთისთვის მუქარა და დაუსრულებელი თავდასხმები ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე!" — დაწერა პიტერ სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ სჭირდება მითითებები "რა უნდა გააკეთოს ან რა რადის თქვას".
"არ არის საჭირო უკრაინის პრეზიდენტს უთხრათ, რა უნდა გააკეთოს ან რა როდის თქვას. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა უნგრეთის.
უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თავად თქვენ ხელშია. განახორციელეთ დივერსიფიკაცია და გახდით დამოუკიდებელი რუსეთისგან, როგორც დანარჩენი ევროპა", —დააწერა სიბიგამ.
სიბიგას ამ განცხადებას სიიარტომ X-ზე უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინამ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს.
"შეწყვიტეთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმები! ეს ჩვენი ომი არ არის!" — დაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები