საიას შეფასებით, სასამართლოში პირველი წარდგენის ეტაპზევე ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენება დაუსაბუთებელია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნინო დათაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება წარუდგინა. მათი თქმით, საიას სასამართლო მეგობრის პოზიცია ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა, მაგალითად, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის საკითხის გადაწყვეტა; პირის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა...
"საიას სასამართლო მეგობრის პოზიცია მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს: აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით; პატიმრობასთან, როგორც, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა საიას სასამართლო მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე; ნინო დათაშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, შეფასება; აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის საკითხის გადაწყვეტა; პირის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა," — წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტში ყურადღება შემდეგ საკითხებზეა გამახვილებული:
- პატიმრობა, ანუ თავისუფლების მაქსიმალური შეზღუდვა, ყოველთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა;
- საიას შეფასებით, სასამართლოში პირველი წარდგენის ეტაპზევე ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენება დაუსაბუთებელია;
- ...პროკურატურის ზემოხსენებული მანკიერი პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი არა ბრალდებულის შერაცხადობის დადგენა ან ჯანმრთელობის და ღირსების დაცვაა, არამედ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ეტაპზე სასამართლოსთვის შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების საფუძველზე აპელირებაა;
- პროკურორის შუამდგომლობა აჩენს იმის აღქმას, რომ პროკურატურას იმთავითვე ჰქონდა მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების მოლოდინი და აღნიშნულის გამო არ გაუწევია ზედმეტი ძალისხმევა წარდგენილი შუამდგომლობის დასასაბუთებლად;
- საგანგაშოა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიერ გამოტანილი განჩინების დაუსაბუთებლობის ხარისხიც;
- დაირღვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების სამართალწარმოების პროცესში ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტია –— თვითნებობის თავიდან აცილების ეფექტიანი მექანიზმი, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. ამასთან, ფაქტი, რომ სასამართლოს ამ აქტის გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას დამატებით შეიძლება მიუთითებდეს უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალების არქონაზე.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი "საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით" 20 ივნისს დააკავეს. მანდატურზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივლისს შეეფარდა. აქტივისტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- "ეს წამებასთან გათანაბრებული იძულებითი ექსპერიმენტია", — ნინო დათაშვილმა სასამართლოს სიტყვით მიმართა
- ნინო დათაშვილი იმ პროცესზე დასწრებას ითხოვს, რომელიც მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს
- სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დათაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით ზედამხედველობას გააგრძელებენ
- სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა აქტივისტი ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანაზე
- მას გადაადგილება უჭირს, წელი სტკივა და ჯანმრთელობის კონკრეტული საჭიროებები აქვს — ადვოკატი ნინო დათაშვილზე
- სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ნინო დათაშვილის მოთხოვნის საფუძველზე არ გაუსაჯაროებიათ პერსონალური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები