GSU: "თუ ქართველ მეზღვაურებს ვიზა დასჭირდებათ, უცხოელები ჩაანაცვლებენ ან დაბალ ხელფასზე მოუწევთ მუშაობა"
"იქნებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აუხსნას მთავრობის მეთაურს, რომ რაც უვიზო მიმოსვლა დავიწყეთ ევროპაში, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე" — ასე პასუხობს ქართველ მეზღვაურთა გაერთიანება ოცნების პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა "ეგზისტენციალური საკითხი არ არის".
ქართველ მეზღვაურთა გაერთიანების განცხადებით, "თუ ქართველ მეზღვაურებს ვიზა დასჭირდათ, მათ კვლავ ფილიპინელები და ინდოელები ჩაანაცვლებენ". მათი თქმით, ამ შემთხვევაში პირობები გაუარესდება და მოუწევთ მიზერულ თანხაზე იმუშაონ.
"მეზღვაურებო, "ეგზისტენციალური" საკითხია თუ არა ვიზალიბერალიზაცია ჩვენთვის?
იქნებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აუხსნას მთავრობის მეთაურს, რომ რაც უვიზო მიმოსვლა დავიწყეთ ევროპაში, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე, დასაქმდა უფრო მეტი მეზღვაური და უფრო ხელსაყრელი პირობებით!
ქართველ მეზღვაურებს თუ შენგენი დაჭირდა, ისევ ფილიპინელები და ინდოელები ჩაგვანაცვლებენ.
გაქრება ის პრიორიტეტი რაც გვქონდა, სხვა ქვეყნის მეზღვაურებთან შედარებით.
ყველამ კარგად იცის რომ დღეს საზღვაო კომპანიები ყველა შაურს ითვლიან რაც მეზღვაურის გემზე აყვანას და დასაქმებას უკავშირდება.
კომპანიები კონკურენციის დროს იმ მეზღვაურს ანიჭებს უპირატესობას რომელიც უფრო ნაკლებ ხარჯს მოითხოვს, ამიტომ ქართველ მეზღვაურებს უარს ეტყვიან ხშირად, ან აიძულებენ დაბალ ხელფასზე დათანხმდნენ მუშაობას როგორც ფილიპინელები და ინდოელები თანხმდებიან. უბრალოდ ძალიან "ტეხავს" რა, როცა ჩვენი ქვეყანა ისევ მეორე მეორე ქვეყნების სიაში მოხდება დამსაქმებლების თვალში.
მე დიდი იმედი მაქ რომ ეგრე არ მოხდება მაგრამ დღეს პრემიერმა ისე თქვა მაგით არავის არაფერი დიდად არ დააკლდებაო, მგონი მეზღვაურები დავავიწყდით. ჩვენ ნამდვილად დაგვეტყობა ეგ ცვლილებები, მითუმეტეს რეიტინგებს…
ტოპ 4-ბი ვგონებ ცოტა იოლად დაალაგებენ მაგ პრობლემებს.
ამ ამბავში ერთი სხვა უბედურებაც იჩენს თავს, საზღვაო ადმინისტრაციის დირექტორს როგორც აღმოჩნდა სულაც არ ცალია ჩვენთვის, ისეთ საქმეებში ყოფილა გახვეული რომ ეჭვი მეპარება მეზღვაურებზე ეფიქრებოდეს ახლა ან მომავალში იფიქროს.
ვინ უნდა იყოს ჩვენი ხმა ამ მოცემულობაში, ვინ უნდა იზრუნოს ჩვენ ინტერესებზე ან მის გახმოვანებაზე?
ვგონებ დროა დირექტორებს მეზღვაურები ირჩევდეს და არა ეკონომიკის სამინისტროდან ინიშნებოდეს.
კანდიდატურებმა უნდა შეიტანონ განცხადება ადმინისტრაციაში და მოქმედმა მეზღვაურებმა უნდა აირჩიოს რომელიმე.
ბაზას არ ჭირდება შექმნა, ადმინისტრაციას ყველა მოქმედი მეზღვაური ჰყავს აღრიცხული ამიტომ იოლზე იოლი იქნება ამ სისტემით ახალი დირექტორის არჩევა.
პროფესიონალების არჩეული კანდიდატი ყოველთვის უფრო კვალიფიციური და ერთგული იქნება საქმის მიმართ" — აღნიშნულია ქართველ მეზღვაურთა გაერთიანების განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გამოქვეყნდა.
ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 17 ივლისს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია ეგზისტენციალური საკითხი არ არის.
"მშვიდობა სტაბილურობა, მათ შორის, ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. ვიზით, თუ უვიზოდ ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. როცა ეგზისტენციალური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციალურ საკითხს, შენ უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციალურ საკითხს," — თქვა კობახიძემ.
ასევე იხილეთ:
- კობახიძე: თუ დადგება საკითხი — ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, ვირჩევთ მშვიდობას და სტაბილურობას
- ბენჟამინ ჰადადი: "ქართული ოცნების" და ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი საქართველოს მოსახლეობას ევროპის კარს უხურავს
- რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიას შეუძლია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება — რას წერს ევროკომისია ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილ წერილში
- კაია კალასმა "ოცნებას" პირობების შესასრულებლად "დედლაინი" აგვისტოს ბოლომდე მისცა
- შალვა პაპუაშვილი: "ბრიუსელი ითხოვს ვთქვათ, რომ დედამიწა მრგვალი კი არ არის, ბრტყელია, ანუ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი"
- თინა ბოკუჩავა: "ვმუშაობთ იმაზე, რომ დასანქცირდეს პერსონალურად ივანიშვილი და არ შეეხოს ეს საქართველოს მოქალაქეებს"
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები