კობახიძე: თუ დადგება საკითხი — ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, ვირჩევთ მშვიდობას და სტაბილურობას
"თუ დადგება საკითხი — ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას", — ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას დასჭირდება ვიზა ევროპაში გასამგზავრებლად. უვიზო მიმოსვლა ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, მშვიდობა და სტაბილურობა კი ეგზისტენციალური საკითხია.
"როცა იყო საბჭოთა კავშირი, მოსკოვშიც ასე ხედავდნენ. უარგუმენტოდ ითხოვდნენ რაღაცებს. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ — ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს", — უპასუხა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გადაწყვეტილება მიღებულია, სადავო კანონებს არ გააუქმებთ? კობახიძე პასუხობს, რომ "კანონები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოში იყოს დაცული ფასეულობები არასრულწლოვანთა ინტერესები და არ დავუშვათ რევოლუციური პროცესები“.
ჟურნალისტის კითხვაზე — ხართ თუ არ პასუხისმგებელი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე, ოცნების პრემიერმა განაცხადა, რომ მათი ხელისუფლება პასუხისმგებელია "მშვიდობადა და სტაბილურობაზე.
"პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება. ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა. გამჭვირვალობის კანონი იცავს ჩვენს სახელმწიფოს სწორედ ასეთი პროცესებისგან, ექსტრემიზმისგან. როცა გეუბნებიან, რომ შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, ეს იმას ნიშნავს, რომ გემუქრებიან სტაბილურობის და შემდეგ მშვიდობის დაკარგვით.
...თუ დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია.
ეს არის შანტაჟი. ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა იმისათვის, რომ გაემგზავროს ევროპაში. მშვიდობა სტაბილურობა, მათ შორის, ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. ვიზით, თუ უვიზოდ ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი. როცა ეგზისტენციალური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციალურ საკითხს, შენ უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციალურ საკითხს", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები