შალვა პაპუაშვილი: "ბრიუსელი ითხოვს ვთქვათ, რომ დედამიწა მრგვალი კი არ არის, ბრტყელია, ანუ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი"
"ბრიუსელი ითხოვს რომ ვთქვათ, რომ დედამიწა მრგვალი კი არ არის, ბრტყელია, ანუ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, თუ ამას არ ვიტყვით გვპირდებიან, რომ მათ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ," — ასე ეხმაურება ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის მიერ ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც 8 რეკომენდაციის შესრულებაა მოთხოვნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკომისია აცხადებს, რომ მოუწევს, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩეროს.
"მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რა მოთხოვნები იქნა წამოყენებული ბრიუსელის მხრიდან. ერთი ეხება ოჯახური ღირებულებების და ბავშვთა უფლებების კანონპროექტს და მთავარი საკითხი რაც არის ამ კანონში არის ის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და ქალი ვერ გახდება კაცი. ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ეს არის სინამდვილეში რაც არის მოწოდებული ამ კანონთან დაკავშირებით. ეს იგივეა, რომ ბრიუსელს მოეთხოვა გვეღიარებინა, რომ დედამიწა არის ბრტყელი. იმავე განზომილების ცრუ იდეოლოგია არის, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ევროპაში გვახსოვს პერიოდი, როცა ამას ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი კოცონზე წვავდნენ. ზუსტად ამას მაგონებს ბრიუსელის დღევანდელი ქცევა, რომელიც ითხოვს რომ ვთქვათ, რომ დედამიწა მრგვალი კი არ არის, ბრტყელია, ანუ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, თუ ამას არ ვიტყვით გვპირდებიან, რომ მათ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ. ჯერ ეს უნდა შევაფასოთ, რომ გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე," — თქვა პაპუაშვილმა
ცნობისთვის, გუშინ, 16 ივლისს, ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გაუგზავნა და სთხოვა ინფორმაციის მიწოდება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. წერილის ადრესატები არიან ასევე — ოცნების ხელისუფლების შს მინისტრი, გელა გელაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. წერილის მიხედვით, ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას ვიზების შეჩერების მექანიზმის შემდეგ, მე-8 ანგარიშში შეაფასებს და ამ შეფასების საფუძველზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისიას შეუძლია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება.
მანამდე კი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოცნებას აგვისტოს ბოლომდე მისცეს ვადა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეფასების მეშვიდე ანგარიშში ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესასრულებლად.
ასევე იხილეთ:
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები