თამაშის თეორია — სტრატეგიული აზროვნებისთვის — ალტე უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა იწყება!
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
წარმატებას პოლიტიკაში, ბიზნესში, სპორტსა თუ პირად ცხოვრებაში, ხშირად მხოლოდ ცოდნა არ განაპირობებს — მთავარია, როგორ ვაზროვნებთ: წინასწარ, სტრატეგიულად და გააზრებულად. სწორედ ამ უნარების განვითარებისკენ არის მიმართული ალტე უნივერსიტეტის ახალი საზაფხულო სკოლა, თამაშის თეორია — სტრატეგიული აზროვნებისთვის.
ალტე უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს სპეციალურად მათზე მორგებულ ერთკვირიან ინტენსიურ კურსს სთავაზობს. კურსი სტრატეგიული, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული და თამაშის თეორიის ტექნიკებზე დაყრდნობით, აყალიბებს ისეთი ტიპის აზროვნებას, რომელიც ადამიანს რეალურ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში ეხმარება.
რა არის თამაშის თეორია?
თამაშის თეორია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მეცნიერებაა. ის გვეხმარება გავიგოთ, როგორ აზროვნებენ, იქცევიან და აწყობენ ურთიერთობებს ადამიანები რეალურ ცხოვრებაში: პოლიტიკაში, ბიზნესსამყაროში, ეკონომიკაში, სპორტში თუ უბრალოდ ურთიერთობებისას მეგობრებთან.
თამაშის თეორიის ტექნიკებით ახალგაზრდები ისწავლიან, როგორ მიიღონ საუკეთესო და ეფექტური გადაწყვეტილებები, წინასწარ განსაზღვრონ სხვა ადამიანების ქცევა კონკრეტულ სიტუაციებში და ჩამოიყალიბონ ლოგიკური და სტრატეგიული აზროვნება.
ვინც თამაშის თეორიის პრინციპებში ერკვევა, მას კარგად ესმის ადამიანების ქცევა რომელ სტრატეგიულ ლოგიკაზეა დაფუძნებული და შეუძლია, ეს ცოდნა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატების მისაღწევად გამოიყენოს.
“თამაშის თეორია ერთი შეხედვით გართობას ჰგავს, მაგრამ რეალურად ის რაციონალური გადაწყვეტილების მიღების მეცნიერებაა. კურსის მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ წესები ისწავლონ, არამედ, დაიწყონ სტრატეგიულად ფიქრი და შეძლონ წინასწარ გათვალონ სხვა მოთამაშეების სვლები, გაიაზრონ საკუთარი მოქმედებები და დასახონ სწორი მოქმედების გეგმა. ეს უნარები რეალურ უპირატესობას ქმნის, როგორც პროფესიულ, ისეთ პირად ცხოვრებაში და მათ განვითარებას ყველას ვურჩევდი“ — ვასილ რევიშვილი, პროფესორი, ალტე უნივერსიტეტის ლექტორი.
ვისთვის არის კურსი?
საზაფხულო სკოლა განკუთვნილია X-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც არიან:
- ცნობისმოყვარე და სურთ, საინტერესოდ გამოიყენონ ზაფხულის თავისუფალი დრო;
- აინტერესებთ სტრატეგია, მოლაპარაკება, თამაშები და ინტელექტუალური გამოწვევები;
- სურთ, არაფორმალურ გარემოში მიიღონ ღირებული, შთამაგონებელი და განსხვავებული გამოცდილება;
- ეძებენ ახალ მეგობრებს, რომლებსაც მსგავსი ინტერესები აქვთ;
- არ უშინდებიან ახალ იდეებსა და გამოწვევებს;
- და რაც მთავარია, სურთ, განივითარონ 21-ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი უნარები.
საზაფხულო სკოლის ერთკვირიანი ინტენსიური კურსი მონაწილეებს აცნობს თამაშის თეორიის სამყაროს — სტრატეგიული აზროვნების ხელოვნებას. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ განხილვებს, ისე მინი-თამაშებსა და პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც პოპულარული ფილმებიდან, ვირუსული ტრენდებიდან და რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებიდანაა შერჩეული.
კურსის ყოველი დღე ეძღვნება თამაშის თეორიის კონკრეტულ თემას და სრულდება განსხვავებული აქტივობით. დინამიკური სესიები, მინი-შეჯიბრებები და გუნდური მუშაობა ქმნის სწავლის პროცესს, რომელიც ერთდროულად ეფექტურიცაა და სახალისოც.
რას იღებს მონაწილე?
- ახალ უნარებს: სტრატეგიულ და კრიტიკულ აზროვნებას, მოლაპარაკებების ეფექტურ ტექნიკებსა და თავდაჯერებულობას გადაწყვეტილებების მიღებაში;
- აზროვნების განსხვავებულ ტიპს, რომელიც მოსწავლეს სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაეხმარება;
- ახალი მეგობრების შეძენის, საინტერესო ადამიანების გაცნობისა და შთამაგონებელი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
კურსს უძღვება ვასილ რევიშვილი — პროფესორი, ალტე უნივერსიტეტის ლექტორი და London Business School-ის მაგისტრი. ვასილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში. მისი კარიერა მოიცავს შემდეგ პოზიციებს:
- გენერალური დირექტორი — Silver Bank Limited
- მმართველი პარტნიორი — Thales Investments (ესტონეთი)
- ვიცე-პრეზიდენტი — საქართველოს ბანკი (Deputy CEO Global Head of Wealth and Asset Management)
- უფროსი საინვესტიციო მენეჯერი — Pictet Asset Management SA (შვეიცარია/ბრიტანეთი)
ალტე უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა უნიკალურ შესაძლებლობაა წარმოადგენს მოზარდებისთვის, რომლებიც ფიქრობენ მომავალზე და სურთ, ზაფხული ინტელექტუალური ზრდისთვის გამოიყენონ.
დამატებითი ინფორმაცია:
- მდებარეობა: ალტე უნივერსიტეტის კამპუსი, უნივერსიტეტის ქ. 2, თბილისი
- თარიღი: 4–10 აგვისტო
- ფასი: 1750 ლარი — მოიცავს სწავლას, კვებას და ყველა აქტივობას
- მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 30 მოსწავლე
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 ივლისი
- რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/JsWYt
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
კომენტარები