აზერბაიჯანის რუსეთთან დაპირისპირების ფონზე, ზელენსკი ალიევს მხარდაჭერას უცხადებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის დეტალებზე ის საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
"მე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ვესაუბრე და მადლობა გადავუხადე უკრაინის, ჩვენი ხალხისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე გამოვხატე უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა იმ ვითარებაში, როცა რუსეთი სდებს ბრალს აზერბაიჯანის მოქალაქეებს და ემუქრება აზერბაიჯანის რესპუბლიკას.
რუსეთში ძმები საფაროვების მკვლელობის გამო ჩვენი სახელით მივუსამძიმრე აზერბაიჯანის მხარეს. მჯერა, ყველა ფაქტი გამოძიებული იქნება და მართლმსაჯულება აღსრულდება.
პრეზიდენტ ალიევსა და მე საერთო შეხედულება გვაქვს — ყოველი ადამიანის სიცოცხლე და ღირსება უნდა იყოს დაცული.
ასევე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის ენერგეტიკული და ჰუმანიტარული თანამშრომლობა. შევთანხმდით ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სახელმწიფოთაშორისო კომისიის ჩატარებაზე. ჩვენს მთავრობებს შორის მუშაობა გაძლიერდება," — დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2025 წლის 27 ივნისს, აზერბაიჯანელი ძმები ზიადინ და ჰუსეინ საფაროვები რუსეთის პოლიციამ ეკატერინბურგში დააკავა. ისინი იმავე დღეს პოლიციის სამმართველოში გარდაიცვალნენ. აზერბაიჯანში ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ისინი სასტიკად იყვნენ ნაცემი — მათ ჰქონდათ მრავლობითი მოტეხილობები, შინაგანი სისხლდენა და ფილტვის ტრავმა, რაც მკაფიოდ მიუთითებს წამების ფაქტზე. რუსულმა მხარემ თავდაპირველად ერთ-ერთი მათგანის სიკვდილი გულის შეტევით ახსნა, თუმცა აზერბაიჯანმა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. ეს შემთხვევა სერიოზულ დიპლომატიურ კრიზისად გადაიქცა: აზერბაიჯანმა გააუქმა რუსული კულტურული ღონისძიებები, დაიბარა რუსი დიპლომატები, ასევე დააკავა რუს ჟურნალისტებთან დაკავშირებული პირები, ხოლო რუსეთმა უარყო დანაშაული და აზერბაიჯანის რეაქცია გადაჭარბებულად შეაფასა.
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა თეგეტამ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
-
ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა
გადახედვა
-
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
-
Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
-
აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავეს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება
გადახედვა
-
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
-
TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს
გადახედვა
-
გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ
-
სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
-
Financial Times: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 40%-მდე გაანადგურეს Financial Times: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 40%-მდე გაანადგურეს
გადახედვა
კომენტარები