ირანის ელჩი გაეროში: ირანი არასდროს შეწყვეტს ურანის გამდიდრებას
ფოტო: Eduardo Munoz/Reuters
გაეროში ირანის ელჩმა ამირ საიდ ირავანიმ განაცხადა, რომ ირანი არასოდეს შეწყვეტს ბირთვულ გამდიდრებას, რადგან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ეს მისი უფლებაა. მან აღნიშნა, რომ ირანი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა "უდავო კაპიტულაცია მოლაპარაკება არ არის, ეს დიქტატია." ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ირავანიმ აღნიშნა, რომ ბოლო აგრესიის ფონზე მოლაპარაკებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობს და პრეზიდენტთან შეხვედრა არ იგეგმება. მან უარყო ბრალდებები, რომ ირანი დაემუქრა ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორს რაფაელ გროსის ან სააგენტოს ინსპექტორებს. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა IAEA-სთან თანამშრომლობა შეაჩერა — ინსპექტორები ქვეყანაში რჩებიან, მაგრამ არ აქვთ წვდომა ბირთვულ ობიექტებზე, რაც თეირანის თქმით იმიტომ ხდება, რომ საქმეს შესაბამისად ვერ ართმევენ თავს.
ირავანიმ ასევე თქვა, რომ თუ შეთანხმება შედგება, ირანი მზადაა გამდიდრებული ურანი (20%-ისა და 60%-ის) ნაწილობრივ სხვა ქვეყნებს გადასცეს ან IAEA-ს ზედამხედველობით შეინახოს, მაგრამ არ უარყოფს შიდა წარმოების უფლებას, რაც აშშ-სთვის მიუღებელია.
ამავდროულად, დაძაბულობა გაიზარდა აშშ-ის მიერ ირანულ ობიექტებზე განხორციელებული ავიაიერიშების შემდეგ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ობიექტები "სრულად განადგურდა", თუმცა გროსიმ აღნიშნა, რომ ირანი რამდენიმე თვეში შეძლებს ურანის გამდიდრების აღდგენას, რადგან ცენტრიფუგების ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არსებობს.
ტრამპმა უარყო მტკიცება, თითქოს ირანმა 400 კგ 60%-იანი გამდიდრებული ურანი იერიშამდე გადამალა.
The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-მა მოიპოვა ინფორმაცია ირანის შიდა კომუნიკაციების შესახებ, რომლებშიც ირანელი მაღალჩინოსნები აღიარებდნენ, რომ ზიანი მოსალოდნელზე ნაკლები იყო. თეთრმა სახლმა ეს ინფორმაცია არ უარყო, თუმცა ირანის შეფასებას აბსურდული უწოდა.
გარდა ამისა, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა აბდოლრაჰიმ მუსავიმ საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრთან საუბარში განაცხადა, რომ თეირანს არ სჯერა, რომ ისრაელი შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და შესაბამისად, ირანი სერიოზული პასუხისთვის მზად არის.
მისი თქმით, აშშ და ისრაელი არღვევენ საერთაშორისო წესებს, ხოლო ირანი მხოლოდ თავს იცავდა და ომი არ დაუწყია.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის უპრეცედენტო გამწვავების ფონზე, ისრაელმა 13 ივნისს, გამთენიისას, მასშტაბური სამხედრო იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე. საჰაერო შეტევები, რომელიც ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე ინტენსიური იერიში იყო ისრაელის თანამედროვე ისტორიაში, ძირითადად მიმართული იყო ბირთვულ ობიექტებზე, სარაკეტო ბაზებსა და ირანის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაზე.
ასევე, შეერთებულმა შტატებმა 22 ივნისს ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც The Times of Israel-ის ცნობით, 86 ადამიანი დაშავდა.
- ისრაელ კაცი: ისრაელი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას ცდილობდა
- ირანში ისრაელის საჰაერო თავდასხმებისას დაღუპული ოფიციალური პირების დაკრძალვა იმართება
- ხამენეის მრჩეველი ალი შამხანი, რომელიც მკვდრად გამოაცხადეს, გუშინდელ მაღალი თანამდებობის პირების დაკრძალვას დაესწრო
- ტრამპი: ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა უკვე ძალაშია. გთხოვთ, არ დაარღვიოთ
- ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ორმხრივ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- ირანი აშშ-ის ბაზებზე თავდასხმას ახორციელებს
- Reuters: ალი ხამენეიმ აბას არაღჩი მოსკოვში გაგზავნა, რათა პუტინისგან უფრო ძლიერი მხარდაჭერა მოეთხოვა
- დონალდ ტრამპი: თუ ირანის ამჟამინდელ რეჟიმს არ შეუძლია ირანი კვლავ “დიდებული” გახადოს, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა??? გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული!
- სალომე ზურაბიშვილი: მხოლოდ პროდასავლური საქართველო შეძლებს თავიდან აიცილოს მონოლითური ღერძის ― რუსეთი-კავკასია-ირანი ფორმირება
- მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა, დაარწმუნოს ირანი, რომ არ გადაკეტოს ჰორმუზის სრუტე
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები