ისრაელის და ირანის იერიშები მეხუთე დღეა გრძელდება — რა ხდება ახლა
ფოტო: CNN
CNN-ის ცნობით:
- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტი დროზე ადრე დატოვა და მიანიშნა, რომ შესაძლოა ირანთან არსებული კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმებას მალე მიაღწიოს. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპთან ერთად ბრუნდება აშშ-ში.
G7-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებით გააჟღერეს მოწოდება ახლო აღმოსავლეთში კრიზისის მოგვარებისკენ. ტექსტის ფორმულირების ცვლილების შემდეგ, მას ტრამპის მხარდაჭერა მოჰყვა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარი გუნდის წევრებს დაავალა, რაც შეიძლება მალე სცადონ შეხვედრა ირანის ოფიციალურ პირებთან – ამის შესახებ ინფორმაცია CNN-ს აშშ-ის ერთმა ოფიციალურმა პირმა და საკითხთან დაკავშირებულმა სხვა წყარომ მიაწოდეს.
თუმცა, ტრამპმა ირანის მოსახლეობა გააფრთხილა, დროულად დატოვონ თეირანი, რაც დედაქალაქის 10-მილიონიან მოსახლეობაზე მოსალოდნელ საფრთხეს უსვამს ხაზს.
აი, კონფლიქტის უკანასკნელი მოვლენები:
ირანის ბოლო იერიშები — მესამე ღამეს ირანის მიერ შეტევების მეცხრე ტალღა დაიწყო. ირანულ მედიაზე დაყრდნობით, იერიშები განთიადამდე გაგრძელდება. ისრაელის არმიის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემები ცდილობენ ირანული რაკეტების ჩამოგდებას.
ისრაელის თავდასხმები — ისრაელმა ბოლო დღეებში მოკლა ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები და ბირთვული მეცნიერები, ასევე გაანადგურა სამხედრო ინფრასტრუქტურა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ამ დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა "ძალიან, ძალიან დიდი ხნით" დახია უკან. ორშაბათს ისრაელმა იერიში მიიტანა ირანის რაკეტებზე და გამანადგურებელ თვითმფრინავებზე.
მედიის მიზანში ამოღება — ისრაელმა დაბომბა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის IRINN-ის სტუდიაც. დაიღუპნენ ახალი ამბების რედაქტორი ნიმა რაჯაბპური და ადმინისტრაციის თანამშრომელი მასუმე აზიმი. ამ იერიშის შემდეგ, ირანმა ორი ისრაელურ ტელევიზიას მოსთხოვა, ევაკუაცია განეხორციელებინათ.
მსხვერპლი — ამჟამინდელი მონაცემებით, ირანში კონფლიქტის დაწყების შემდეგ 224 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ისრაელში — 24.
საუბარი ირანის ლიდერზე — ნეთანიაჰუმ არ გამორიცხა ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირდაპირი სამიზნედ ქცევა — ამის შესახებ მან ABC News-სთან თქვა. ასევე განაცხადა, რომ ისრაელის ოპერაციამ შესაძლოა ირანში რეჟიმის შეცვლამდე მიგვიყვანოს. CNN-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ტრამპმა უარყო ისრაელის გეგმა ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ.
თეირანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაზარალებული ადგილები —ისრაელის იერიშები თეირანში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას შეეხო, ასევე საცხოვრებელ კორპუსებს — რასაც შედეგად მრავალი მოქალაქის გაქცევა მოჰყვა.
ირანიდან გაშვებული რაკეტები ისრაელს უახლოვდება და ცაში მიფრინავს საწინააღმდეგო რაკეტა — ფოტო გადაღებულია თელ-ავივიდან, ისრაელი, 2025 წლის 17 ივნისი
ფოტო: Reuters
არაბული და მუსლიმური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისრაელის იერიშები დაგმეს
ეგვიპტის სახელმწიფო სააგენტო MENA-ს ცნობით, 20 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივად დაგმეს ისრაელის იერიშები ირანზე და მხარეებს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდეს.
განცხადებაში მინისტრებმა გამოხატეს "ღრმა შეშფოთება რეგიონში სახიფათო ესკალაციის გამო", მხარეებს მოუწოდეს სუვერენიტეტისა და კეთილმეზობლობის პრინციპების პატივისცემისა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებისკენ.
ისრაელი: ირანის ღამის იერიშები ყველაზე სუსტი იყო
"ეს იყო ირანის ყველაზე ნაკლებად ეფექტური იერიში ოპერაციის დაწყებიდან", – განაცხადა IDF-ის სპიკერმა ნადავ შოშანიმ.
ისრაელში დილას რამდენიმე აფეთქება მოხდა, მაგრამ დაშავებულები არ ფიქსირდება. ირანში კი აცხადებენ, რომ ნატანზის ბირთვულ ობიექტთან ისრაელის დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ისრაელი ამ ინფორმაციას უარყოფს.
ამავე ღამეს ისრაელის ავიაციამ ირანის დასავლეთ რეგიონში სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიშები მიიტანა — განადგურდა რაკეტებისა და დრონების საცავები და გამშვები სისტემა.
ექსპერტები: ისრაელის იერიშები ირანის რეჟიმს აძლიერებს
CNN-თან საუბარში ექსპერტებმა აღნიშნავენ, რომ ისრაელის იერიშები ირანში ერთიანობის ეფექტს ქმნის — მათ შორის, მმართველი რეჟიმის კრიტიკოსებშიც კი.
"თუნდაც რეჟიმის კრიტიკული მოქალაქეებიც კი ისრაელისთვის პასუხის გაცემას ითხოვენ", — თქვა თეირანში მოღვაწე ჟურნალისტმა და მკვლევარმა აბას ასლანიმ. მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ირანის შეიარაღებული ძალების საპასუხო ქმედებებს.
ირანისა და პალესტინელების მხარდამჭერი აქციაში ნიუ-იორკში, თაიმს-სქვერზე, 2025 წლის 16 ივნისი
ფოტო: Reuters
ჰ.ა. ჰელიერი, Royal United Services Institute-ის უფროსი მკვლევარი, მიიჩნევს, რომ მოვლენების ესკალაცია აძლიერებს ირანის მკაცრი ხაზის მხარდამჭერებს, მით უფრო მაშინ, როცა აშშ არ შეეცადა ისრაელის შეჩერებას.
"ამ ფონზე, ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ ირანის ხისტი ხაზის მატარებლები არ განმტკიცდებიან" — თქვა მან.
ისრაელი ამტკიცებს, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, მაგრამ აშშ-ის დაზვერვა სხვაგვარად ფიქრობს
ისრაელმა იერიშების პარალელურად განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს უახლოვდება და დროის დაკარგვა საშიში იქნებოდა.
თუმცა, აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე აქტიურად არ მუშაობს და, თუ დაიწყებს, მის წარმოებასა და მიწოდებას დაახლოებით სამი წელი დასჭირდება.
აშშ-ის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ისრაელის იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ რამდენიმე თვით თუ დააბრუნა უკან.
მიუხედავად იმისა, რომ ნატანზი დაზიანდა, ფორდოუს გამაგრებული ობიექტი ხელუხლებელია — მისი დაზიანება ისრაელს მხოლოდ აშშ-ის მხარდაჭერით შეუძლია.
IAEA აცხადებს, რომ ირანს უკვე აქვს საკმარისი გამდიდრებული ურანი, თუმცა სრულფასოვანი ბირთვული იარაღისა და მისი გამშვები სისტემის შექმნა რთული და ხანგრძლივი პროცესია.
ზოგიერთი ოფიციალური პირი შიშობს, რომ ისრაელის იერიშებმა ირანი, შესაძლოა, სწორედ ბირთვული იარაღის შექმნის გზაზე დააყენოს.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები