შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

26 May. 2025, 13:41

"ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზიზღსა და ბოროტებას. ამ ქვეყნის ბედს, მის მომავალს მათ ვერ დავუთმობთ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი სამი სიმბოლოს, სამი იდეის დასაცავად ვდებთ ფიცს და ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას; რათა ყველამ ერთად, ერმა და ბერმა, ქალაქად თუ სოფლად, სამშობლოში თუ უცხოეთში მყოფმა, ჩვენს საერთო სახლში, ჩვენს უძველეს ენაზე, მტკიცე რწმენით, სახალხოდ დავამოწმოთ ჩვენი ერთგულება ქვეყნის წინაშე და ფიცი დავდოთ მის დასაცავად.

ჩვენ ვართ ვახტანგის, დავითის, შოთას და თამარის ქვეყანა; ქრისტეს კვართის, ღვთისმშობლის პერანგის, უფლის სამსჭვალის მცველი ქვეყანა. თუ ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი რწმენის ერთგულნი ვიქნებით, ბოროტი ძალა ვერასოდეს მოგვერევა.

ძალა ერთობაშია! განურჩევლად ჩვენი აღმსარებლობისა, ეთნიკურობისა და ადგილსამყოფლისა, ჩვენ ვართ ერთი ენერგიით გაერთიანებული, ერთიანი ქართველი ხალხი.

გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!"

განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 8 ოქტომბრის ადამიანით ვაჭრობის შესახებ 2026 წლის ანგარიში…