საქართველოს ბანკსა და Swisscontact-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, ახალი შესაძლებლობების შექმნასა და პარტნიორული ქსელის განმტკიცებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა Swisscontact-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც "რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტს“ (RSMEDP) ახორციელებს, Mercy Corps-თან და Springfield Centre-თან ერთად.
პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერაა დაფინანსებული.
ურთიერთთანამშრომლობის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, მათთვის დამატებითი რესურსების მობილიზება და საგანმანათლებლო, თუ სხვა სერვისების გაზიარებაა.
თანამშრომლობა ითვალისწინებს:
1. ESG პროდუქტებისა და პროცესების განვითარებას — ამ მიზნით, მხარეები ეფექტური სერვისების შემუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას;
2. არაფინანსური სერვისების განვითარებას — ურთიერთთანამშრომლობით, ჩამოყალიბდება საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და სხვა ისეთი სერვისები, რომლებიც მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში დაუჭერს მხარს და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის გზებზე მიაწვდის ინფორმაციას. მათ შორის, პარტნიორობა ბიზნეს სესხების აპლიკაციის ხარისხის გაუმჯობესებასაც ისახავს მიზნად.
"საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას "რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტთან" (RSMEDP). გასულ წლებში, ჩვენ ერთად რეგიონული ბიზნესებისთვის, მათ შორის, აგრო თუ სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე მეწარმეებისთვის, არაერთი შესაძლებლობა შევქმენით, გავუზიარეთ მათ განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია და რესურსები. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის მდგრადი განვითარება რეგიონული, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის გაძლიერების გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ, რეგიონული ბიზნესების გაფართოებასა და გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
"მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას. დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პროდუქტების და სერვისების ეფექტურად მიწოდების მიზნით პროექტი ითანამშრომლებს ბანკის არასაბანკო პროდუქტების განვითარებისა და ESG და მდგრადობის დეპარტამენტებთან. საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია საწარმოების ეფექტური ფუნქციონირებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და გაზრდის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებსა და დასაქმებას“, — აღნიშნა რიჩარდ როუზმა, “რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის“ ხელმძღვანელმა.
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
კომენტარები