ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა, ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე იქნება
"ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების შესახებ", — ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და საზოგადოებას "ოცნების" ხელისუფლების ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი — რევაზ სოხაძე წარადგინა.
ირაკლი ქარსელაძემ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად ოცნების გუნდს მადლობა გადაუხადა იმაში, რომ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მიეცა.
"წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის აღმშენებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ამ შესაძლებლობებისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად ოცნების გუნდს. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც მივიღეთ. ქვეყანა განვითარების თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე ავიდა. შეუძლებელი იქნებოდა ამ ამოცანების შესრულება, რომ არა ერთიანი ძალისხმევა და გუნდი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამთავრობო გუნდს", – განაცხადა ქარსელაძემ.
რევაზ სოხაძემ პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
"კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ირაკლი ქარსელაძეს, მთელი ქვეყანა ხედავდა ამ წლების განმავლობაში რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადოთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში მქონდა საშუალება მათთან ერთად ამ ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა. კიდევ ერთხელ მადლობა პრემიერო, მთელ გუნდს ნდობისთვის. იმედია, ჩვენი მოღვაწეობა წარმატებული იქნება", — თქვა სოხაძემ.
აღსანიშნავია, რომ ქარსელაძეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაყოფის შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნდა ჩაებარებინა. ის 19 აპრილის ბრძანებით ამ თანამდებობაზე უკვე იყო დანიშნული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება რევაზ სოხაძეს, 2017-2021 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე იყო, 2021 წლიდან დღემდე — თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი.
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
კომენტარები