ზაზა თავაძე

ზაზა თავაძე

15 Apr. 2025, 11:55

"მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთი ცალკე აღებული გამბედავი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი, რომელმაც შემოიყვანა თამაშში ხალხო ბიძინა ივანიშვილი და მე პირდაპირ გეტყვით, რომ აქციებზე ყოფნისას და სხვადასხვა დისკუსიებში ყოფნისას, ბევრი ადამიანი პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ჩვენ ვართ თქვენი მხარდამჭერები იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია იტყვის რატომ გადადგა და 20 ივნისს ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე. შესაბამისად ეს კითხვები საზოგადოებამ მიიღო და ახლა თქვენ თუ მეუბნებით, რომ იქ ვიღაცა ვიღაცას რაღაცას დაჰპირდა და ამიტომ არ უნდა მისულიყო გიორგი გახარია — ბოდიში რა.

ოცნება დამარცხებულ იქნა საკუთარ მოედანზე. ამ კომისიას ფაქტობრივად დაესვა წერტილი, ეს კომისია გუშინდელი დღის მერე არის ქმედუუნარო და იმპოტენტი, შესაბამისად, ის ჰიბრიდული პროპაგანდა და ომი, რაც ხორციელდებოდა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, ეს შეჩერდა. ახლა საზოგადოებამ განსაჯოს — გახარია მოიქცა, როგორც პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული და გამბედავი პოლიტიკოსი, თუ არა".

ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ზაზა თავაძემ გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების შესახებ "ტვ პირველთან" განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…