გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატებმა და სოციალ-დემოკრატებმა მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს
კონსერვატიული "გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და "ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის" (CDU/CSU) ბლოკი და გერმანიის "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმების შესახებ განაცხადეს, — ამის შესახებ Der Spiegel იტყობინება.
ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც პარტიებმა ახალი კოალიციური შეთანხმება გამოაცხადეს, ესწრებოდნენ: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც მომავალ სამთავრობო კოალიციას უხელმძღვანელებს, ბავარიის პრემიერ-მინისტრი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი მარკუს ზოდერი, ასევე სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარეები სასკია ესკენი და ლარს კლინგბეილი.
მხარეებმა მოამზადეს შეთანხმება სახელწოდებით "პასუხისმგებლობა გერმანიისთვის" (Verantwortung für Deutschland). დოკუმენტი სათაურის გვერდის ჩათვლით 146 გვერდისგან შედგება. როგორც Der Spiegel აღნიშნავს, თავდაპირველად მხარეებს მხოლოდ ეკონომიურად მომგებიან კოალიციურ შეთანხმებაზე შეთანხმება სურდათ და არა ყველა დეტალის რეგულირება.
"წინ რთული სამუშაო გველის", — თქვა მერცმა შეთანხმების წარდგენისას. მისი თქმით, კოალიცია "ქვეყანას წინ წაიყვანს". მან ასევე აღნიშნა, რომ კოალიციის ფორმირებამ გერმანიის მოქალაქეებსა და ევროკავშირში პარტნიორებს მკაფიო სიგნალი უნდა გაუგზავნოს, რომ გერმანიას ჰყავს "მთავრობა, რომელიც ქმედითია და მოქმედების უნარიანი".
Der Spiegel-ის ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტია კოალიციური შეთანხმების საკითხზე კენჭისყრას 15 აპრილის დილით დაიწყებს და 29 აპრილის საღამომდე გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები შეთანხმებას დაამტკიცებენ, დაიწყება კანცლერის არჩევისა და მთავრობის ფორმირების პროცესი.
კონსერვატიულმა CDU/CSU ბლოკმა თებერვალში გამართულ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" გავიდა, ხოლო მესამეზე — "სოციალ-დემოკრატიული პარტია".
- გერმანიის პრეზიდენტმა ოლაფ შოლცი და მისი მთავრობა ოფიციალურად გაათავისუფლა
- გერმანიის საპარლამენტო არჩევნების საბოლო შედეგები — როგორ გადანაწილდება მანდატები ბუნდესტაგში?
- მერცი: მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა — დღეს ვიზეიმებთ და ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას
- ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 23 თებერვალი დაამტკიცა
- როდის ჩატარდება ვადამდელი არჩევნები გერმანიაში?
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები