"ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტით, პარტიებს უცხოური შემოწირულებით ლექცია-სემინარების ჩატარებაც ეზღუდებათ
ქართული ოცნება დაჩქარებული წესით იწყებს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონსა და მასთან ერთად "გრანტების შესახებ კანონში", "კორუფციის შესახებ კანონსა" და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხილვას.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, შემოწირულების მიღება დაუშვებელია საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან.
ამ მუხლს გაუუქმდა გამონაკლისი, რომელიც ლექცია-სემინარების ჩატარებას გულისხმობდა.
ცნობისთვის, მოქმედ კანონში აღნიშნულია, რომ შემოწირულების მიღება დაუშვებელია საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, გარდა ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობისა.
კანონიდან ასევე ამოიღებენ მუხლს, რომლის მიხედვითაც კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანია პარტიების ინსტიტუციური განვითარება. პარტიების ინსტიტუციური განვითარება არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას.
ცვლილებების მიხედვით, პარტია ვალდებულია წლიურ საფინანსო დეკლარაციაში ასახოს ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ გაწეული ის ხარჯები, რომლებიც პარტიის საარჩევნო მიზნებსა და საქმიანობას მოხმარდა. დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად კანონპროექტი, სავარაუდოდ, 18 აპრილს უკვე მიღებული იქნება. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
ასევე იხილეთ:
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
"მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე "მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
-
პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო
გადახედვა
-
ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ
გადახედვა
-
ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
-
იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა
გადახედვა
-
ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
კომენტარები