ისტორია ჩვენ თვალწინ იწერება — ბორჯღალოსნებისა და აკა ტაბუცაძის მორიგი წარმატება
ფოტო: თიბისი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან სამართლიანად არ ჩამოსულან. სულ კი, ქართველებს რაგბი ევროპა 17-ჯერ აქვთ მოგებული.
რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილმა გუნდმა, ფინალურ შეხვედრაში, მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთის ნაკრები 46:28 ანგარიშით დაამარცხა და დამსახურებულად აღმართა ევროპის ჩემპიონის თასი.
საქართველოს ნაკრებმა 8 ლელო გაიტანა. თითო ლელო დადეს ვასილ ლობჟანიძემ და ნიკა აბულაძემ. ჰეთ-თრიქი შეასრულა ვანო კარკაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა; ასევე, ჰეთ-თრიქით გამოიჩინა თავი აკა ტაბუცაძემ, რომლის სარეკორდო მიღწევაზე ცალკე ვისაუბრებთ.
გარდა იმისა, რომ ტაბუცაძემ ნაკრებში უკვე 50 ლელო დააგროვა, მისი მიღწევები საერთაშორისო დონეზეც რეზონანსული გახდა.
თუკი, ესპანეთთან მატჩამდე ქართველი მორაგბის სანაკრებო ანგარიშზე 47 ლელო ირიცხებოდა და მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეების ტოპ 10-ეულში იყო, ის მე-9 ადგილს იყოფდა ლეგენდარულ ირლანდიელთან, ბრაიან ო’დრისკოლთან. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, ტაბუცაძემ ჯორჯ ნორზი (უელსი) და დაგ ჰაულეტიც (ახალი ზელანდია) უკან ჩამოიტოვა.
ამჟამად, აკა ტაბუცაძე, მსოფლიოს ტოპ 10-ეულში მეექვსე ადგილზეა და ამ პოზიციას რორი ანდერვუდთან (ინგლისი) იყოფს.
რაც შეეხება ტოპ ხუთეულს, მათგან არც ერთი აღარაა მოქმედი მოთამაშე. მაგალითად, მე-5 ადგილს ტაბუცაძეს მხოლოდ 5 ლელო აშორებს. ოპტიმისტურ პროგნოზებში უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი მორაგბე ამ „ბარიერსაც“ უახლოეს მომავალში გადალახავს.
რაც შეეხება მსოფლიო რაგბის რეიტინგს, ესპანეთთან მოგების შემდეგ, საქართველომ მე-11 ადგილი შეინარჩუნა და ყველაზე სერიოზულ მეტოქე — ექვსი ერის წარმომადგენელ უელსთან, უპირატესობა 1.3 ქულით გაზარდა.
თიბისი და დიდი რაგბი ზაფხულში, საინტერესო სანაკრებო ტესტ-მატჩებით დაბრუნდებიან. მანამდე კი, ერთად ვუგულშემატკივროთ ასაკობრივ ნაკრებებსა და 7-ქალა ნაკრებს მნიშვნელოვან ტურნირებზე.
#ერთადგავიმარჯვებთ
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
კომენტარები