გალ გადოთის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში პროტესტის ფონზე გაიხსნა
ფოტო: Jordan Strauss / Invision / Associated Press
18 მარტს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ისრაელელი მსახიობის, გალ გადოთის, ვარსკვლავი გაიხსნა. ცერემონია ისრაელისა და პალესტინის მხარდასაჭერი მსვლელობების ფონზე გაიმართა.
"სირცხვილი გალ გადოთს", — სკანდირებდნენ პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტები. "გმირები პალესტინელებივით იბრძვიან", "ვივა, ვივა პალესტინა", "No Other Land-მა ოსკარი აიღო", — ეს და სხვა წარწერები კი პროტესტის მონაწილეების ბანერებზე იკითხებოდა. ცნობისთვის, No Other Land ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმია.
საპროტესტო გამოსვლის გამო, გადოთის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა, მისი მსვლელობისას ასევე ისმოდა დემონსტრანტების შეძახილები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, რომელმაც რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
გადოთი, რომლის ამ დროისთვის ბოლო როლი დისნეის ფიფქიას ახალ ეკრანიზაციაში შესრულებული ბოროტი ჯადოქარია, ისრაელის აქტიური მხარდამჭერი გახლავთ. 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ, მსახიობი სოციალურ ქსელში ხშირად ეხმაურებოდა მიმდინარე კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში.
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამერიკის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ვიხილავდით ადამიანებს, რომლებიც არათუ გმობენ ჰამასს, არამედ ზეიმობენ, ამართლებენ და ტაშისკვრით ხდებიან ებრაელების ხოცვას", — განაცხადა გადოთმა ანტისემიტიზმთან მებრძოლი ორგანიზაციის, Anti-Defamation League-ის, ყოველწლიურ სამიტზე.
ფოტო: Getty Images
დიდების ხეივანში ვარსკვლავის გახსნამდე, ისრაელი მსახიობი ჟურნალ Variety-საც ესაუბრა და თავისი პოლიტიკური პოზიციის ახსნას შეეცადა.
"როცა ადამიანები საკუთარი სახლებიდან და საწოლებიდან გაიტაცეს, კაცებმა, ქალებმა, ბავშვებმა, ხანდაზმულებმა, ჰოლოკოსტს გადარჩენილებმა იმ დღის საშინელება გამოიარეს, ვერ გავჩუმდებოდი", — ამბობს გადოთი, — "გაოგნებული ვიყავი ამხელა სიძულვილით, იმით, თუ როგორი დარწმუნებულები არიან ადამიანები, როცა წარმოდგენაც კი არ აქვთ [საკითხზე], ასევე იმითაც, როგორი არასამართლიანია მედია ხშირად. ასე რომ, ხმა უნდა ამომეღო.
"მე პირველ რიგში ადამიანობას ვაყენებ და ჩავთვალე, რომ მძევლებისადმი მხარდაჭერა უნდა გამომეხატა. როცა შენი კომპასი სწორად უჩვენებს მიმართულებას, სინდისიც სუფთა გაქვს. მე ვიცი, რასაც ვუჭერ მხარს და რასაც ვისურვებდი მსოფლიოსთვის".
საპროტესტო მსვლელობები უძღოდა წინ ფიფქიას ხმაურიან საპრემიერო კვირასაც. გადოთთან ერთად, ფილმში რეიჩელ ზეგლერი მონაწილეობს, რომელსაც პალესტინის მიმართ არაერთხელ გამოუხატავს მხარდაჭერა. ინტერნეტში კი ვარაუდობენ, რომ განსხვავებული პოზიციების გამო, გადოთსა და ზეგლერს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
გადოთი დისნეის ერთადერთი ვარსკვლავი როდია, რომელიც ისრაელის მხარდაჭერის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. წინა თვეში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრანტები კაპიტანი ამერიკა: საოცარი ახალი სამყაროს პრემიერაზე შეიკრიბნენ და ფილმში ისრაელელი სუპერგმირის, საბრას, გამოჩენა გააპროტესტეს. მარველის ფილმში ამ პერსონაჟს ისრაელელი მსახიობი შირა ჰაასი ასახიერებს.
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
კომენტარები