პროკურორი ლაშა კოტრიკაძე, რომლის მიმართვის საფუძველზეც მოსამართლემ 5 ფონდის დაყადაღების განჩინება გასცა, პირველ კომენტარს აკეთებს
ფოტო: ტვ პირველი
ტვ პირველის ინფორმაციით, პროკურორი, რომლის მიმართვის საფუძველზეც მოსამართლემ 5 საქველმოქმედო ორგანიზაციის დაყადაღების განჩინება გასცა ლაშა კოტრიკაძეა. მოსამართლე, რომელმაც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა — მზია გარშაულიშვილია.
ტვ პირველის მიერ მოპოვებულ სასამართლო განჩინებაში საქველმოქმედო ფონდები დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებაში არიან დადანაშაულებული, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში პატიმრობით ისჯება.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა და დადგენილებასა და დასაბუთებაში წერს, რომ შეინიშნება დანაშაულის შემცველი ნიშნები ამ ფონდების საქმიანობაში.
ჟურნალისტის კითხვაზე — რა არის მთავარი მოტივი, რის გამოც 5 საქველმოქმედო ფონდის ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა საქალაქო სასამართლოსგან, ლაშა კოტრიკაძე პასუხობს, რომ ეს ყველაფერი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
"პროკურატურამ რაც გაავრცელა განცხადება, იქ ყველაფერი არ წერია, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ძირითადი დასაბუთება არის ის.
როცა სასამართლოს მივმართე ის შუამდგომლობა გაცილებით მოცულობითია, ვიდრე ის, რაც განცხადებაში წერია და იქ ყველაფერი არის დასაბუთებული. შუამდგომლობა რომ საფუძვლიანი არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, სასამართლო არ გაიზიარებდა, არ დააკმაყოფილებდა", — პასუხობს ლაშა კოტრიკაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ველოდეთ, რომ ამ ფონდებთან ასოცირებული ადამიანების მიმართ დაიწყება სისხლის სამართლის დევნა, ლაშა კოტრიკაძე ამბობს, რომ ჯერ გამოძიება არ დასრულებულა, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააყადაღა: "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითის", "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის", "სირცხვილიას" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა.
როგორც ირკვევა, ვატო შაქარიშვილმა პროკურატურას "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" სარჩელით 18 იანვარს მიმართა. საგამოძიებო უწყებამ კი გამოძიება 8 თებერვალს დაიწყო.
საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ "საქმე არის აღძრული უცხო ქვეყნების დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობაზე და დახმარებაზე".
ჟურნალისტის კითხვაზე, — იცის თუ არა, რას საქმიანობდნენ ეს ფონდები?
ვატო შაქარიშვილის თქმით, ის, რომ ეს ფონდები ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს, ტყუილია.
"ეს ფონდი და სხვა ფონდები ემსახურებიან საქართველოში კონსტიტუციური წყობილების მოშლას, ხელისუფლების დამხობას, რევოლუციურ სცენარებს, გადატრიალებებს, იმ პიროტექნიკის ყიდვას, რომლითაც წვავდნენ პოლიციელებს", — თქვა შაქარიშვილმა.
ამავე თემაზე:
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები