ნიუ-იორკში ბილეთების გადამყიდველები დააკავეს, მათ $600,000 თაღლითურად იშოვეს
ბილეთების უმეტესობა ტეილორ სვიფტის ერას ტურს ეკუთვნოდა.
ფოტო: Vulture
ნიუ-იორკში 900-ზე მეტი საკონცერტო ბილეთის მოპარვის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. ბილეთების უმეტესობა ტეილორ სვიფტის ერას ტურს ეკუთვნოდა. თაღლითებმა ამ გზით 600,000 დოლარზე მეტი გამოიმუშავეს.
ქუინსის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, ტაირონ როუზი და შამარა პ. სიმონსი გასულ ხუთშაბათს დააკავეს და ბრალი წარუდგინეს დიდი ოდენობით ქურდობაში, კომპიუტერულ მანიპულაციაში, თაღლითობასა და გაყალბებაში. მათ ერას ტურის, ასევე ედ შირანისა და ადელის კონცერტების 993 ბილეთი მოიპარეს.
პროკურატურის ცნობით, როუზი და მისი თანამზრახველი მუშაობდნენ კომპანია Sunderland-ში, რომელიც StubHub-ის მესამე მხარის კონტრაქტორი იყო კინგსტონში, იამაიკაში. მათ StubHub-ის სისტემაში წვდომის საშუალებით, უკვე გაყიდული ბილეთების ბმულები მოიპარეს და გადაამისამართეს სიმონსსა და კიდევ ერთ თანამზრახველზე, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. შემდეგ ბილეთები StubHub-ზე განათავსეს და კიდევ ერთხელ ძვირად გაყიდეს 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ივლისამდე.
ქუინსის ოლქის პროკურორის, მელინდა კატცის განცხადებით: „ბრალდებულებმა ტეილორ სვიფტის პოპულარობა პირადი სარგებლისთვის გამოიყენეს. მათ, სავარაუდოდ, ბილეთების გაყიდვის სისტემაში არსებული ხარვეზით ისარგებლეს, მოიპარეს და გადაყიდეს დეკადის ყველაზე მასშტაბური ტურის ბილეთები, რის შედეგადაც 600,000 დოლარზე მეტი გამოიმუშავეს.“
ტეილორ სვიფტი
ფოტო: Getty Images for TAS Rights Mana
StubHub-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარკ სტრიმსმა, Variety-სთვის მიცემულ განცხადებაში აღნიშნა: „StubHub-ისთვის ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოება უმაღლესი პრიორიტეტია. ამ კრიმინალური სქემის აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მივმართეთ ჩვენი მესამე მხარის მომსახურების კომპანიას, Sunderland Global Services (SGS)-ს, ქუინსის ოლქის პროკურატურასა და იამაიკის სამართალდამცავ ორგანოებს. გამოვავლინეთ ის SGS-ის თანამშრომლები, რომლებმაც სისტემის გაუმართავობით ისარგებლეს და სამსახურიდან გავათავისუფლეთ. StubHub-მა სრულად აუნაზღაურა თანხა დაზარალებულ მომხმარებლებს და გააძლიერა უსაფრთხოების ზომები. ვაფასებთ პროკურორ მელინდა კატცისა და სამართალდამცველების ძალისხმევას, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.“
ტეილორ სვიფტი ერას ტურზე
ფოტო: Skynews
ტეილორ სვიფტის ერას ტური ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პოპ-ტური გახდა და 2024 წლის დეკემბერში დასრულდა, რომლის საერთო შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ტურის ბილეთის საწყისი ფასი საშუალოდ 204 დოლარი იყო, ხოლო გადამყიდველების ბაზარზე მისი ფასი 1,652 დოლარს აღწევდა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები