აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა მასკი კიდევ ერთხელ შეაქო
ფოტო: The Guardian
აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შეაქო მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც ამჟამად აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, მასკი დემოკრატებსაც კი უყვართ, მათ უბრალოდ არ სურთ ამის ჩვენება.
შეგახსენებთ, რომ მასკის ხელმძღვანელობით აშშ-ში ფედერალური უწყებების თანამშრომლების შემცირება დაიწყო და ზოგიერთის საერთოდ დახურვა.
"აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა გამოავლინა წინა ადმინისტრაციის აბსურდული, მრავალმილიარდ დოლარიანი ხარჯვა. დანაზოგი გამოყენებული იქნება ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეროვნული ვალის დასაფარად", — ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ჩამოთვალა რამდენიმე კონტრაქტი, რომელიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფორმა და მასკმა გააუქმა. "აბსურდულ ხარჯებს" შორის ამერიკის ამჟამინდელმა ლიდერმა ახსენა არალეგალი ემიგრანტების ადაპტაციის დაფინანსება და თაგვებში სქესის ცვლილების კვლევა.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ DOGE-ს ხელმძღვანელი [მასკი] "დემოკრატებსაც კი უყვართ, მათ უბრალოდ არ სურთ ამის ჩვენება".
ამ განცხადებას რესპუბლიკელების ოვაციები მოჰყვა. დემოკრატი კონგრესმენებს კი პოსტერები ეჭირათ წარწერებით: "ეს სიცრუეა", "მასკი იპარავს".
მასკი
ფოტო: The Guardian
დემოკრატები პროტესტს გამოთქვამდნენ ჯანდაცვის და ვეტერანთა დაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირების გამო.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ქვეყანა ჩაიბარა ეკონომიკური კატასტროფის მდგომარეობაში.
"წინა ადმინისტრაციისგან ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ეკონომიკური კატასტროფა და ინფლაციური კოშმარი. მათმა პოლიტიკამ გამოიწვია ენერგორესურსების, საკვები პროდუქტების ფასების ზრდა და მილიონობით ამერიკელის ძირითად საჭიროებებზე კონტროლის დაკარგვა", — აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპს სიტყვით გამოსვლა გააწყვეტინა დემოკრატმა კონგრესმენმა ელ გრინმა. ის წამოდგა, ჯოხით ტრამპისკენ უთითებდა და იყვირა, რომ ტრამპს არ აქვს მანდატი, შეუმციროს სამედიცინო დახმარება ღარიბებს. პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა წესრიგი ითხოვა, მაგრამ გრინი არ დაჯდა. რის შემდეგაც, ის დარბაზიდან გაიყვანეს.
ელ გრინი
ფოტო: The Guardian
პრეზიდენტმა სიტყვის შეწყვეტის შემდეგ განაცხადა, რომ დემოკრატებს ვერაფრით გაახარებს.
"ეს არის ჩემი მეხუთე გამოსვლა კონგრესში და კიდევ ერთხელ ვუყურებ დემოკრატებს და ვხვდები, რომ აბსოლუტურად ვერაფერს ვიტყვი, რომ მათ გაუხარდეთ, ფეხზე წამოდგნენ, გაიღიმონ და ტაში დაუკრან", — აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
The Hill წერს, რომ დემოკრატი კონგრესმენი ელ გრინი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ შუამდგომლობის შეტანას აპირებს მას შემდეგ, რაც ტრამპა თქვა, რომ ღაზას სექტორზე კონტროლის დამყარებას აპირებს. ამის შესახებ
"პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაწყებულია", — თქვა გრინმა.
"მე ვაცხადებ, რომ ბრალს წაუყენებ პრეზიდენტს მისი საზიზღარი წინადადებებისა და ბოროტი ქმედებებისთვის", — თქვა გრინმა პალატის სხდომაზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები