SJC: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. ჟურნალისტი [161-ე დღეს] შიმშილობას წყვეტს
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. სოციალური სამართლიანობის ცენტრი უახლოეს დღეებში სასამართლოსგან აფგან სადიგოვის გათავისუფლებას მოითხოვს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ფონზე, აფგან სადიგოვმა 161 დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.
"რამდენიმე საათის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აფგან სადიგოვის საქმეზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. ევროპულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ხანგრძლივი ვადების გათვალისწინებით, ჩვენ უახლოეს დღეებში სასამართლოსგან აფგან სადიგოვის გათავისუფლებას მოვითხოვთ. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ევროპული სასამართლოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი (161 დღე) შიმშილობა შეწყვიტა,"
2025 წლის 10 იანვარს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და, მოითხოვა დროებითი ღონისძიების გამოყენება, რათა შეჩერებულიყო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში — საქართველოს მთავრობამ, სასამართლოს თავისი პოზიცია წარუდგინა და მოითხოვა, არ გაგრძელებულიყო დროებითი ღონისძიება. მთავრობის მტკიცებით, სადიგოვს აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრებოდა, რასაც ცენტრი მთავრობისგან აზერბაიჯანში ჟურნალისტთა სისტემატური დევნისა და წამების დადასტურებული პრაქტიკის უგულებელყოფად აფასებს.
"სასამართლომ მთავრობის პოზიციაზე ჩვენი პასუხის წარდგენა მოითხოვა და ექსტრადიციის აკრძალვა ამჯერად მეორედ, 4 მარტამდე გაახანგრძლივა. ჩვენი შეპასუხება მთავრობის მოსაზრებებზე სასამართლოს 17 თებერვალს წარვუდგინეთ.
2025 წლის 27 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია - მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებითა და ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 14 იანვარს მიღებული დროებითი ღონისძიების (Rule 39) გახანგრძლივების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებითი ღონისძიება ძალაში დარჩება, სანამ აფგან სადიგოვის საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლოში არ დასრულდება.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ჩვენ დღესვე ვაცნობეთ აფგან სადიგოვს. მან ამ პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ხანგრძლივი შიმშილობა შეწყვიტა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად უკვე 161 დღე შიმშილობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე იყო. ამ ეტაპზე აფგან სადიგოვი N18 სამკურნალო დაწესებულებაში რჩება. Მას რთული და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესის გავლა მოუწევს, რომელსაც სათანადო სამედიცინო მართვა და მხარდაჭერა სჭირდება.
ამასთან, უახლოეს დღეებში სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის სადიგოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართვას აპირებს,"
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვისადმი გატარებულ სამართლებრივ ზომებს უსამართლო და უკანონო გადაწწყვეტილებების ჯაჭვად აფასებს და ისინი ჟურნალისტის უსაფრთხოების და ღირსების სათანადო დაცვაზე მუშაობას გააგრძელებენ.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის უფლებების დაცვას და საზოგადოებას აუცილებლად მიაწვდის სიახლეებს საქმესთან დაკავშირებით.
უსამართლო და უკანონო იყო გადაწყვეტილებების ის ჯაჭვი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები ამ საქმეზე იღებდნენ, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სასამართლოს მეშვეობით, შესაძლებელი გახდა აფგან სადიგოვის უსაფრთხოების, ღირსების და თავისუფლების სათანადო დაცვა,"
შეგახსენებთ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, აფგან სადიგოვმა შიმშილობა ჯერ კიდევ 2024 წლის 21 სექტემბერს დაიწყო, ორი ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან უსამართლო მოპყრობისა და გადაწყვეტილებების საპასუხოდ. შიმშილობის დაწყებიდან მე-17 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის დარჩება და მკურნალობას გააგრძელებს.
ცნობისთვის, სადიგოვი 10 თებერვლამდე არ იღებდა წყალს, რის გამოც, მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტმა 25 თებერვალს კვლავ დაიწყო წყლის მიღება.
მოშიმშილე ჟურნალისტმა შიმშილობის პერიოდში 40 კილოგრამი დაიკლო და მისი წონა შიმშილობის 159 დღისთვის 56 კილოგრამი იყო.
ასევე იხილეთ:
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები