ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის თქმით, ილონ მასკი „შიშს ყიდის“
ფოტო: AP Photo/Mark J. Terrill
ცოტა ხნის წინ, ილონ მასკმა ხელოვნურ ინტელექტზე კიდევ ერთი განცხადებით მიიქცია ყურადღება: SpaceX-ისა და Tesla-ს CEO-მ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდეს.
თუმცა, მაქს ვერსაჩე ფიქრობს, რომ ილონ მასკი ძალიან ცდება. ვერსაჩე რობოტიკი კომპანია Neurala-ს CEO და ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირომორფული ლაბორატორიის დამფუძნებელია, რომელიც სწავლობს ბიოლოგიურ ინტელექტს კომპიუტერებსა და რობოტებში.
ვერსაჩემ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მასკი და სხვა მისი მსგავსები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ლაპარაკობენ, ცდებიან. „ისინი შიშს ყიდიან და ეს საკმაოდ კარგად მუშაობს“, ამბობს ის.
ივლისში, მასკმა გაგვაფრთხილა, რომ ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად უნდა დარეგულირდეს, რადგან ის „ადამიანთა ცივილიზაციის არსებობის ფუნდამენტური რისკია“.
ვერსაჩე არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება ჯერ ძალიან ადრეა, რადგან ის ინოვაციებს შეანელებს. მას მაგალითად მოჰყავს სხვა ტექნოლოგიური ინოვაციები, მაგალითად, დრონი, რომელიც, მისი თქმით, მანამდე არ დარეგულირდა, სანამ მასობრივ პროდუქციაში არ ჩაეშვა.
„არასწორია ხელოვნურ ინტელექტებზე რეგულაციების შემოღება მანამ, სანამ იცი, რასთან გაქვს საქმე. ხელოვნური ინტელექტი არ დაგვხოცავს. ეს სამეცნიერო ფანტასტიკაა“, ამბობს ის.
რობოტიკის ექსპერტი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტების პროგნოზირებაში ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მის წინააღმდეგ არასპეციალისტები გვაფრთხილებენ. „ის ადამიანები განიხილავენ ხელოვნურ ინტელექტს, რომლებიც კომპეტენტურები არ არიან. ხელოვნური ინტელექტის გაგება საკმაოდ რთული და კომპლექსურია“, ამბობს ის.
ვერსაჩე კვლავ მასკზე საუბრობს, რომელმაც აპრილში განაცხადა, რომ შექმნა Neuralink - კომპანია, რომლის მიზანიც ადამიანის ტვინის კომპიუტერთან შერწყმაა. მასკის თქმით, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავიდან აიცილოს ისეთი ხელოვნური ინტელექტი, როგორიცაა Skynet. ეს უკანასკნელი კი გამოგონილი პერსონაჟია ტერმინატორის ფილმებში, რომელიც ადამიანებს საფრთხედ აღიქვამს და მათი განადგურება უნდა.
ვერსაჩეს კომპანიასაც ისეთ პროგრამებთან აქვს საქმე, რომელიც ადამიანის ტვინის მუშაობის იმიტაციას ქმნის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი დღითიდღე უფრო გამოყენებადი ხდება, მეცნიერებს მისი იდეალური გამოყენებისთვის მაინც უდიდესი გზის გავლა მოუწევთ.
ის ამბობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს იმ დონემდე არ მიუღწევია, რომ იმდენად ძლიერი გახდეს, რომ ყველაფრის კონტროლი შეძლოს.
„ბურგერის მომზადებისგან განსხვავებით, ხელოვნური ინტელექტი მეტად რთული ტექნოლოგიაა. საუკეთესო ის იქნებოდა, თუ ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი გამოთქვამს შეხედულებებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ამ სფეროში 25 წელია ვმუშაობ და არც ერთხელ არ მქონია ჩემს კოლეგებთან ასეთ „სასტიკ მომავალზე“ საუბარი“, ამბობს ვერსაჩე.
მისი თქმით, „იმის ალბათობა, რომ ხელოვნური ინტელექტის მეცნიერი Skynet-ს ააშენებს, იგივეა, რაც ლეგოებისგან კოსმოსური სადგურის შემთხვევით აშენება“.
ვერსაჩე ხელოვნური ინტელექტის დადებით მხარეებზეც საუბრობს: მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი ადამიანების დასახმარებლად მრავალ სფეროში გამოიყენება, როგორიცაა ელექტრონულ ფოსტაზე სპამების გაფილტრვა, ასევე ხმის ამოცნობა ჩვენს სმარტფონებში და მრავალი სხვა.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მეცნიერებსაც საკმაოდ უმარტივებენ სამუშაოს. მაგალითად, გრავიტაციული ლინზირების შედეგად დეფორმირებული სივრცე-დროის ანალიზსს ხელოვნური ინტელექტი 10 მილიონჯერ უფრო სწრაფად ახერხებს, ვიდრე ადამიანები ტრადიციული მეთოდით.
[იხილეთ აგრეთვე: ასტრონომები კოსმოსის შესასწავლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ]
„მის სასარგებლო თვისებებზე ბევრს არ ლაპარაკობენ. [ხელოვნური ინტელექტი] გვეხმარება იმაში, რომ არ გავგიჟდეთ ან დრო არ ვკარგოთ“, ამბობს ვერსაჩე.
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის უკეთ შეცნობის შემდეგ, რეგულაციები აუცილებლად გახდება საჭირო, რადგან უკეთ გამოვიყენოთ ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად. მაგალითად, ის ამბობს, რომ რეგულატორებმა შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე მუშაობა აკრძალონ ისეთ ბიზნესებში, როგორებიცაა ფეისბუქი, ამაზონი და გუგლი, რომლებიც ფართოდ იყენებენ მას.
ვერსაჩე იმასაც აღნიშნავს, რომ სამსახურების წართმევაც ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, რომელიც რეგულატორებმა უნდა გაითვალისწინონ. მასკი განუწყვეტლივ კამათობს ხელოვნური ინტელექტის ეფექტებზე სამუშაო სივრცეებში.
„რაც მოხდება არის ის, რომ რობოტები ყველა ჩვენგანზე უკეთ შეასრულებენ ყველაფერს... ვგულისხმობ, ყველა ჩვენგანს“, უთხრა მასკმა ეროვნული მმართველების ასოციაციას ივნისში.
ვერსაჩეს მიაჩნია, რომ ეს განცხადება ცოტა გადამეტებულია. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც აღიარებს, რომ ხელოვნური ინტელექტები სამსახურებს მართლაც წაგვართმევენ, მაგრამ მათი პოზიციები იქნება ადამიანის ტვირთის შემამსუბუქებელი, როგორიცაა, მაგალითად, ტუალეტების დასუფთავება.
ვერსაჩეს სჯერა, რომ ეს ადამიანებს უბიძგებს იმისკენ, რომ მოძებნონ „სამსახურები, რომლებიც ბევრად უფრო დაფასებულია“ და მოითხოვს ტვინის უფრო მეტ სიმძლავრეს. „ადამიანები ძალიან მოხერხებულები არიან და ისტორიამ გვაჩვენა, რომ სხვადასხვა ეკონომიკურ მდგომარეობებში შეცვლა მარტივად შეგვიძლია“, ამბობს ის.
ვერსაჩე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური წინსვლის მსგავსად, ხელოვნური ინტელექტიც შესაძლოა გამოვიყენოთ კარგად და ცუდად. აქედან გამომდინარე, მასკის გაფრთხილებებს შეცდომაში შევყავართ.
ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი ამბობს, რომ ნაცვლად შიშისა, უმჯობესია, ხალხმა „გაიცნოს ხელოვნური ინტელექტი ბაზისურ დონეზე“, რადგან ჩვენ ჯერ არ გვესმის მის უკან არსებული მეცნიერება.
„ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ძალიან თანდათანობითი იქნება. ასე რომ, ეს აპოკალიპსური სცენარი მხოლოდ და მხოლოდ შიშს თესავს“.
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გადახედვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს შავ ჭირთან დაკავშირებით დაეხმარება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
კომენტარები