"სახლია ჩანგრეული და მცირეწლოვანი ბავშვია მოყოლილი" — გურიაში დახმარებას ითხოვენ
ფოტო: მოხალისეები გურიისთვის.
დიდთოვლობის გამო გურიაში კრიტიკული მდგომარეობაა შექმნილი — სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სახლს ვერ ტოვებს, ვერ იღებს გადაუდებელ დახმარებას, ეწურებათ საკვები. სოფელთა უმრავლესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, რის გამოც დახმარების თხოვნასაც ვერ ახერხებს. მაშინ, როცა სამთავრობო უწყებები ინფორმაციას ავრცელებენ, რომ გზები იწმინდება, მოსახლეობას სამაშველო სამსახურები პასუხობენ, რომ დიდთოვლობის გამო მათთან მისვლას ვერ ახერხებენ.
გურიის მოსახლეობის დასახმარებლად სამოქალაქო საზოგადოებამ მოხალისეთა ჯგუფი, მოხალისეები გურიისთვის შექმნა. თბილისიდან და საქართველოს რამდენიმე ქალაქიდან გურიელების დასახმარებლად უკვე დაიძრა მოხალისეთა კოლონა. პარალელურად, დაზარალებულთა დასახმარებლად ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში გროვდება თანხა.
გურია, სოფელი მამათი.
ფოტო: მოხალისეები გურიისთვის
დიდთოვლობას მოჰყვა მსხვერპლიც. გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა. მოქალაქეთა ცნობით, ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა. "აჭარა თაიმსის" ცნობით, გაყინული კაცი იპოვეს ქობულეთში. სოფელ ნატანებში გარდაიცვალა ქალი, რომელიც 85 წლის დავრდომილ დედას უვლიდა. ქალის ცხედრის გამოტანა ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება.
აი, რას წერს ხალხი ჯგუფში მოხალისეები გურიისთვის:
"გამარჯობა ,ზემო ნატანებში ორი ჩვილი ბავშვი გვყავს ვერ გავდივართ ვერსად არც შუქი გვაქვს არც გზებია გაწმენდილი ბავშვებისთვის გვჭირდება დახმარება და იქნებ ფოვერბანკიც შეძლოთ სიბნელეში ტირის პატარა" — წერს დავით ჩუმაშვილი.
"ბებოს ვერ ვუკავშირდებით, მარტო ცხოვრობს, ისიც არ ვიცით ცოცხალი არის თუ არა, სამაშველო ვერ ადის, ცენტრალური გზაც კი გასაწმენდია, სახურავი გადმოსათოვლი იყო ბოლოს რომ ვესაუბრეთ, სასწრაფო დახმარებამ ბოდიში მოგვიხადა ვერ ავდივართო, ოზურგეთის რაიონი სოფ. შრომა (ოხოჯური) ელექტროენერგია გამორთულია, მეზობლებსაც ვერ ვუკავშირდები, ყველა გზა და რესურსი ამოვწურეთ, სახურავი ვერ გაუძლებდა და მარტო ვერ შეძლებდა გადმოეთოვლა, შეშაც გამოელეოდა გარეთ გასვლასაც წესით ვერ მოახერხებდა. დამიკავშირდით ძალიან გთხოვთ, 595579449" — წერს თეო სილაგაძე.
"მესამე დღეა ვერ ვუკავშირდებით. 80 წლის ბებიას სამი ობოლი ბავშვი ჰყავს....მესამე დღეა კავშირი აღარ მაქვს.....სახლი უკანა მხარეს ავარიულია....სახლის ფანჯრები ქალს თოკით ჰქონდა საწოლზე გამობმული ისე აკავებდა...ძალიან გთხოვთ იქნებ მოხერხდეს ამ ბებოს და ბავშვების დახმარება. გულიკო დოლიძე, ოზურგეთის რაიონის სოფელი ზედა ბახვი....მშვიდობაური ჰქვია იმ დასახლებას..... " — წერს სიკეთის ქალაქი.
"გთხოვთ დამეხმაროთ სახლის გადათოლვაში სოფ. გომი ვარ მარტო სახლი ჩამოინგრევა სავარაუდოდ მალე" — წერს ნანა ყარეგიშვილი.
"გამარჯობათ. ჩემი სახლი დაინგრა, სახურავი ჩამოიშალა მთლიანად, ჩემი და ჩემი სიძე ორი ბავშვი და ბებო ყველა სახლში იყო, ძლივს გამოასწრეს სახლიდან, მადლობა ღმერთს ცოცხლები არიან. სამაშველომ ტექნიკა გაჭედილია თოვლში ვერ მოვდივართო, ჩემები მეზობელთან არიან ვერც გამოგვყავს იქედან. სახლამდე ვერ მივდივართ თუკი რამე გადარჩა რო გამოვიტანოთ.ისევ ნგრევის საშიშროებაა.. ასე რამდენი ოჯახი იქნება ვინც კონტაქტზეც ვერ გამოდის ღმერთმა იცის" — წერს Mariana MK ჯგუფში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თოვა საქართველოში კიდევ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გურიის მოსახლეობის დასახმარებლად დღეს მობილიზდა საქართველოს თავდაცვის ძალებიც.
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
კომენტარები