ოქტავია სპენსერმა მასკის თანამოაზრეებს თავისი საფირმო განავლის ღვეზელები შესთავაზა
ფოტო: DreamWorks
რამდენად დიდი ხნის წინაც უნდა გენახა ფილმი მოსამსახურე, უთუოდ გემახსოვრება ერთ-ერთი სცენა, სადაც ოქტავია სპენსერის პერსონაჟი, მინი ჯექსონი, მდიდარ და რასისტ ჰილი ჰოლბრუკს შურის საძიებლად "შოკოლადის" ღვეზელს გამოუცხობს. სპოილერი! — სცენის კულმინაციაა მინის უკვე საკულტოდ ქცეული ფრაზა: "მიირთვი ჩემი მ**ნერი!". კი, "საიდუმლო ინგრედიენტი" სწორედ მოახლის ექსკრემენტი გახლდათ...
ამ როლმა ოქტავიას ოსკარიც მოუტანა, ფილმის გამოსვლიდან 14 წლის შემდეგ კი, როგორც ჩანს, მინი ჯექსონის დაბრუნების დრო დადგა.
სულ ახლახან სპენსერმა ინსტაგრამზე ფილმიდან კადრი გამოაქვეყნა — მინი ღვეზელით ხელში — და DOGE-ის თანამშრომლებსა და მხარდამჭერებს მიმართა. DOGE (აბრევ. "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი"), რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი დროებითი ორგანოა.
"ფასდაკლება ნამცხვრებზე ვაშინგტონში DOGE-ის ყველა თანამშრომლისა და მხარდამჭერისთვის", — დაწერა სპენსერმა ინსტაგრამზე, — "მჭირდება კარგი ვანილის ექსტრაქტი მექსიკიდან და კანადური ნეკერჩხლის სიროფი. ასევე სიმინდი, შოკოლადი და თქვენი დახმარება 'საიდუმლო ინგრედიენტის' მოსამზადებლად. შეთავაზება ერთჯერადია, რაოდენობა — შეზღუდული. ვის გაუგზავნიდით ამ ღვეზელს?".
სპენსერის პოსტს აღფრთოვანებული გამოეხმაურა მოსამსახურეში მასთან ერთად მონაწილე ოსკაროსანი მსახიობი ვაიოლა დევისიც. "ვკვდები სიცილით! შესანიშნავია", — დაწერა დევისმა კომენტარებში.
DOGE-ის შექმნის ინიციატივა ტრამპმა შარშან ნოემბერში წამოაყენა "ამერიკული ბიუროკრატიის დასაშლელად". ორგანიზაციის მისიად აშშ-ის პრეზიდენტმა "უსარგებლო ხარჯებისა და ჭარბი რეგულაციების შემცირება", ასევე "ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაცია" დაასახელა. თუმცა, ფედერალური თანამშრომლების მასობრივად გათავისუფლებისა და არაკონსტიტუციურად მიჩნეული სხვა ქმედებების გამო, DOGE-ის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა აგორდა და არაერთი სასამართლო დავაც დაიწყო.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები