ლევან გოგიჩაიშვილი

20 Feb. 2025, 14:09

"ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, შესაბამისად, ამ პროცესში მონაწილეობას ვერანაირად ვერ მოვიღებთ. ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანია ჯერ კიდევ დაუსჯელი, რომელიც ამ სისტემას ემსახურებოდა. ამ ბევრ ადამიანში იგულისხმებიან მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტის წევრები, ახლანდელი დეპუტატები ქართული ოცნებიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ბატონი რიჟვაძე, მამამისი "ზონდერი", რომელიც ადამიანებს წამლებს უდებდა. მაგალითად, ცოტნე ანანიძე მამამისის ცრუ ჩვენებით არის გასამართლებული. ასევე, [დაუსჯელია] აჭარის უმაღლესი საბჭოს ბევრი წევრი, საკრებულოს წევრები, მერები, რომლებიც წინა სისტემაში იყვნენ.

საგამოძიებო კომისიაში სამი ადამიანია — შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა წარადგინა ელჩად 2011 წელს; ალუდა ღუდუშაური, რომელიც კუდ-სა და სისტემის ადვოკატი იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე ნაციონალური მოძრაობის სისტემის ნაწილი იყო და ასევე, ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც ვანო მერაბიშვილის ბევრი პოლიციელის უფროსი იყო ბევრი წლის განმავლობაში. 7 ნოემბრის შემდეგაც ამ პოლიციაში მუშაობდა. სავარაუდოდ, 7 ნოემბერსაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი ხან ნარკოტიკს რომ უდებდნენ, აუბედურებდნენ და ა.შ. აი, ამ პოლიციის ნაწილი იყო.

ეს კომისია იძიებს არჩევნებს, მე მაინტერესებს თეა წულუკიანი გამოიძახებს კახი კახიშვილს და ეტყვის, როგორ შეიტანა ნაციონალური მოძრაობის სია 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? ამ საკითხებზე ჩვენ კომენტარს ყოველთვის გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. პროცესი ხომ არის, მედია საკითხი ხომ დგება, თქვენ კითხვას ხომ სვამთ? ამ კითხვებს პასუხს ყოველთვის გავცემთ. ასევე, დავსვამთ კითხვებს: მაგალითად, სააკაშვილმა როგორ აიღო საჩხერეში, ჭორვილაში 55%-ზე მეტი? ეს კითხვა უნდა დადგეს ამ "კომისიაში". ძალიან საინტერესოა, როგორ გაიმარჯვა სააკაშვილმა ჭორვილაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების გარეშე ბუზი არ დაფრინავს, პირდაპირი მნიშვნელობით. რადგან ეს პანდორას ყუთი გახსნილია, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ეს პანდორას ყუთი არასდროს დაიხუროს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. გადაიხადა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ თანხა პოლიციაში? დაურიგა თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფონდმა პოლიციელებს პრემიები, რომლებმაც 7 ნოემბერს დაგვარბიეს, მერე წავიდნენ და იმედი დაარბიეს? თეა წულუკიანმა გასცეს პასუხი: როგორ აიღო მიხეილ სააკაშვილმა 55-%-ზე მეტი 2008 საპრეზიდენტო არჩევნებზე ჭორვილაში".

ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა "პალიტრანიუსზე" განაცხადა და ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოეხმაურა (ტექსტს IPN ავრცელებს).


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა კობახიძე: რას ნიშნავს მონროს დოქტრინა საქართველოსთვის?
  2. იგორ გიორგაძე: რის გამო უნდა აიძულოს რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდნენ საქართველოს?
  3. აშშ-ში 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხში მანქანით შევარდა
  4. რუსული მედია: აშშ-ს მიერ დაკავებული რუსული ტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი ქართველია
  5. საქართველოში აშშ-ის საელჩო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ციტატას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა — რა კომენტარებს აკეთებენ თანაპარტიელები?

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20 ივნისის საქმეზე ყოფილი პრემიერმინისტრის და პარტია გახარია საქართველოსთვის…