"ოცნების" რეპრესიულ კანონებს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა — ცვლილებები ძალაშია
ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებებს მიხელ ყაველაშვილმა ხელი 6 თებერვალს მოაწერა და გამოაქვეყნა. კანონები გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.
ცვლილებების თანახმად: იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს ემატება ახალი გარემოებები; ზუსტდება ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად; ზუსტდება წვრილმანი ხულიგნობის ქმედების შემადგენლობა და სახდელთა ზომები; იცვლება ვანდალიზმთან დაკავშირებული სახდელთა ზომები; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ზუსტდება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისათვის ქმედების შემადგენლობები და იცვლება მათთვის განსაზღვრული სახდელთა ზომები.
ამასთანავე: განისაზღვრება სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება; რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.
უფრო დეტალურად, რა ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში პუბლიკა წერს:
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
- კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება.
- კანონპროექტით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს დაემატა:
— სამართალდარღვევის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ;
— სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ ან თანდასწრებით;
— დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;
— სამართალდარღვევის ჩადენა დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოქმედ კანონში ამ ჩამონათვალში შედის:
— მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;
— წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი ან ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა;
— არასრულწლოვანის ჩაბმა სამართალდარღვევაში;
— სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;
— სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;
— სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა;
- ცვლილება ეხება წვრილმანი ხულიგნობის მუხლს (მუხლი 166)
კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
მოქმედ კანონში გათვალისწინებულია 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა.
წვრილმანი ხულიგნობისთვის სახდელდადებული პირის მიერ ამ დარღვევის ხელახლა ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.
მოქმედ კანონში გათვალისწინებულია ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე ან 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
- ვანდალიზმი
ვანდალიზმისთვის სახდელდადებული პირის მიერ ხელმეორედ ვანდალიზმის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.
მოქმედი კანონი 2000-ლარიან ჯარიმას ან 5 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის/შეურაცხყოფის მუხლი (მუხლი 173)
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა/სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
მოქმედ კანონში განსაზღვრულია 3000 ლარამდე ჯარიმა და 15 დღემდე პატიმრობა.
სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.
- კანონში ჩნდება ახალი მუხლი, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას შეეხება.
კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
ამ დარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.
- ცვლილება ეხება შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევას (174-ე პრიმა მუხლი)
შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-ის ნაცვლად 2000 ლარის ოდენობით.
ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.
სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე. მოქმედ კანონში მხოლოდ 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ადმინისტრაციული შენობების, გზების და მაგისტრალების ბლოკირების ან შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდების, აკრძალული ნივთების ქონის, გზის გადაკეტვის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში კი – 15 000 ლარი ჯარიმა და 20 დღემდე პატიმრობა.
მოქმედ კანონში გათვალისწინებულია 5000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა.
ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე.
აქციაზე სახის დაფარვის და ლაზერის ტარების აკრძალვის დარღვევა, ახალი ვერსიით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან 7 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას
გაჩნდა ჩანაწერი ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
თუ შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევის გამო სამართალდამცველმა შეკრების შეწყვეტა მოითხოვა, ასეთ შეკრებაში მონაწილეობა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
- გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები.
კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს ადმინისტრაციული სახდელი, რომლის საქმეც პირველი ინსტანციის განსჯადია, შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენიდან/დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. მოქმედ კანონში ეს 4 თვითაა განსაზღვრული.
- შეიცვალა ის ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.
მოქმედი კანონით, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
„ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ცვლილებით, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად, გარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევისა.
ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, გარდა ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამ მუხლის მესამე ნაწილი გულისხმობს, რომ წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის დაუმორჩილებლობის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევის, იერსახის დამახინჯების გამო ჯარიმის შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება ჯარიმის სრულად გადახდიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
ამ კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე.
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები
- ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
მოქმედ კანონში ეს პუნქტი თავისუფლების აღკვეთას საერთოდ არ ითვალისწინებს.
- 353-ე მუხლი – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
მოქმედი კანონი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე
მოქმედი კანონი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ამ მუხლის მიზნებისათვის დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ჩაითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლით ან ამ კოდექსის 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
- 353-ე პრიმა მუხლს – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას ემატება პუნქტები, რომლებიც განსაზღვრავს სასჯელს ქმედების ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.
მაგალითისთვის:
პოლიციელზე თავდასხმა ჯგუფურად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა ჯგუფურად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
- 353-ე პრიმა მუხლს დაემატება 353-ე სეკუნდა მუხლი
საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან საჯარო მოსამსახურეზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის მუქარა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამ ქმედების ჩადენა არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
სახელმწიფო თანამდებობის პირზე თავდასხმა მის საქმიანობასთან დაკავშირებით დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამ ქმედების ჩადენა არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები