თეგეტა მოტორსში ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფასდაკლება და გასამმაგებული ქეშბექი მოქმედებს
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რადგან ის გზის ზედაპირს უშუალოდ ეხება. გართულებების თავიდან ასაცილებლად საბურავი სწორად და სეზონის შესაბამისად უნდა შეირჩეს.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თეგეტა მოტორსში ზამთრის საბურავებზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლოს. Tegeta Shop-ზე ნებისმიერი ბრენდის საბურავზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზება დახვდება ფილიალშიც - ბარათის ტიპის მიხედვით, გასამმაგებულ ქეშბექს მიიღებს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
საბურავების მწარმოებლების რეკომენდაციებით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, აუცილებელია, ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით ჩანაცვლდეს. გზებზე მოცურების რისკი, გართულებული ხილვადობა და დატვირთული გზები — ეს არის დაბრკოლებები, რამაც ზამთარში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
კახა გვასალია, თეგეტა მოტორსის საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: “სეზონისა თუ გზის რელიეფისთვის საბურავის ცვლა, პირველ რიგში, უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და გვაძლევს უკეთესი მანევრირების საშუალებას.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავებს გასული არ უნდა ჰქონდეს ექსპლუატაციის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თვისებებს კარგავს, ხდება გამოუსადეგარი და იმავე პრობლემებს ქმნის, რასაც ზაფხულის საბურავებით გადაადგილება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ საბურავი სწორად და სეზონის შესაბამისად შევარჩიოთ. იმისათვის, რომ ავტომფლობელებმა უსაფრთხოების ეს წესიც დაიცვან და ავტომობილი ზამთრის საბურავებით აღჭურვონ, თეგეტა მოტორსში მათ არაერთ აქციას ვთავაზობთ. მთავარია ისიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლები უწევენ კონსულტაციასა და სერვისს“.
Michelin — მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას. რეგულარულად იკავებს წამყვან პოზიციებს პრემიუმ საბურავების მწარმოებელთა შორის.
Michelin-ის საბურავები გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და მაღალი წინააღმდეგობით. ასევე აქვს გამორჩეულად მძლავრი მოჭიდება სველსა და მშრალ გზებზე. ევრო 6 სტანდარტის შესაბამისი საბურავები ამცირებს გამონაბოლქვს და საწვავის მოხმარებას. ხმაურის შემცირების მოწინავე ტექნოლოგიით უზრუნველყოფილია მშვიდი და კომფორტული მოძრაობა. Michelin-ს იყენებენ ისეთი მსხვილი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა: Porsche, Mercedes-Benz, BMW, Tesla, Ferrari, Bugatti.
თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს, მათ შორის არის საბურავების ისეთი პრემიუმ მწარმოებელი, როგორიცაა Bridgestone. ის მსოფლიოში ტექნოლოგიებისა და გამძლეობის სიმბოლოდ არის აღიარებული, გამოირჩევა ინოვაციურობითა და უმაღლესი ხარისხით. მთავარი, რაც სხვა ბრენდის საბურავებისგან გამოარჩევს, არის ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი. Bridgestone-ს საბურავები აქტიურად გამოიყენება მოტოსპორტში. ბრენდის მომხმარებლები არიან Lamborgini, Toyota, Lexus, Honda, Nissan, Ferrari, BMW.
Yokohama-ს საბურავები გამოირჩევა ინჟინერიის მოწინავე ტექნოლოგიებით, სპორტული დინამიკითა და მდგრადობით. ამ ბრენდის პროდუქცია ცნობილია მაღალი გამძლეობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით. იაპონური ბრენდის უპირატესობებია: ძლიერი მოჭიდება სპორტული მართვის მოყვარულებისთვის, საიმედოობა ოთხივე სეზონზე, როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე და ძლიერი მდგრადობა. Yokohama-ს საბურავები შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილის მართვა მაქსიმალურად კომფორტული და ზუსტი იყოს. გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით - მისი ასორტიმენტი მოიცავს როგორც სპორტული, ისე SUV და ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს.
Continental-ი ინოვაციებისა და უსაფრთხოების ლიდერი ბრენდია. გერმანული წარმოების საბურავები გამოირჩევა ძლიერი დამუხრუჭების ტექნოლოგიით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრემიუმ და მაღალი ხარისხის საბურავებზე.
Continental-ის საბურავები შექმნილია საწვავის მოხმარების შესამცირებლად. მათი წარმოებისას გამოყენებულია ContiSeal-ისა და ContiSilent-ის ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ხმაურის შემცირებასა და ნორმალურ მუშაობას საბურავის დაზიანების შემთხვევაშიც კი. გარდა ამისა, აღჭურვილია წნევისა და ცვეთის მონიტორინგის სენსორებით. Continental-ი განსაკუთრებით პოპულარულია ზამთრის საბურავებში, როცა მართვის სრულყოფილი კონტროლი და სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
Pirelli — იტალიური პრემიუმ ბრენდი ცნობილია არა მხოლოდ მაღალი ხარისხით, არამედ თავისი ელეგანტური დიზაინითა და სპორტული ხასიათით. Pirelli განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სპორტულ ავტომობილებზე. 2011 წლიდან კი Formula 1-ის ექსკლუზიური მიმწოდებელია. Pirelli-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მაქსიმალური სიზუსტე მაღალი სიჩქარით მოძრაობისას.
თეგეტა მოტორსში შეძენილ ნებისმიერ საბურავზე ქარხნული წუნის შემთხვევაში მოქმედებს გარანტია, ხოლო პრემიუმ ბრენდებზე - უსასრულო გარანტია.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები