ნატალი ლუაზო: მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და გადამწყვეტი საერთაშორისო ქმედებებს ვითხოვთ
ფოტო: Le Point
"დღეს საქართველოს მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად განცხადებას ვაქვეყნებთ, რომლითაც მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და გადამწყვეტი საერთაშორისო ქმედებებს ვითხოვთ", – ამის შესახებ განცხადებას ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
განცხადებას ხელს ევროპარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსები აწერენ.
"ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, 52 ჟურნალისტისა და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს დაჟინებულ მოწოდებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზა და დემოკრატია საჭირო ნაბიჯებით სასწრაფოდ აღდგეს, დაიწყოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ბოლო დროს მიღებული არალეგიტიმური კანონების გაუქმება, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და ახალი დამოუკიდებელი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ სანქციების შენარჩუნებით ან დაწესებით პასუხისმგებელ პირებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ვახტანგ გომელაურსა და სულხან თამაზაშვილზე", — აცხადებენ პარლამენტარები.
განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის სენატის წევრი პაველ ფიშერი; პოლონეთის პარლამენტის წევრი რადოსლავ ფოგელი; ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი; შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოთბერგი; ევროპარლამენტარი ბერნარდ გეტა; ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე; საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი; ევროპის სტაბილურობის ინიციატივის დამფუძნებელი ჯერალდ კნაუსი; ევროპარლამენტარი რიჰადს კოლსი; ფინეთის პარლამენტის წევრი იუკა კოპრა; ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი; უკრაინის პარლამენტის წევრი ევგენია კრავჩუკი; ესტონეთის პარლამენტის წევრი ეერიკ-ნილს კროსი; ყოფილი ევროპარლამენტარი მიაპეტრა კუმპულა-ნატრი; ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო; უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსანდრე მერეჟკო; უკრაინის პარლამენტის წევრი მარია მეზენცევა-ფედორენკო; ესტონეთის პარლამენტის წევრი მარკო მიხელსონი; ლატვიის პარლამენტის წევრი ინარა მურნიეცე; ლიეტუვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი; საფრანგეთის პარლამენტის წევრი ფრედერიკ პეტი; იტალიის პარლამენტის წევრი ლია კვარტაპელე; ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი; Orion Strategies-ის პრეზიდენტი რენდი შონემანი; შვედეთის პარლამენტის წევრი კატარინა ტოლგფორსი; დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ტომ ტაგენდატი; ევროპარლამენტარი სებასტიან ტინკინენი; ევროპარლამენტარი რეინიე ვან ლანშოტი; ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი; ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი; ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი. განცხადებას უერთდება ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონიც.
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები