სამართალი სიცოცხლის ფასად — შიმშილობის 5 ისტორია
ფოტო: On.g
შიმშილობა, პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმაა. როდესაც ქვეყანაში სიტყვა უგულებელყოფილია და სამართალი არსად ჩანს, სხეული თავად იქცევა ბრძოლის ველად. პოლიტპატიმრებიდან დაწყებული სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი ლიდერებით დამთავრებული, ისტორია სავსეა შემთხვევებით, როდესაც ადამიანებმა სამართლიანობის მოთხოვნით საკვებზე უარი თქვეს.
მოგითხრობთ ხუთ ისტორიულ ამბავზე, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შიმშილი როგორც პროტესტი, ძლიერი განაცხადი გახდეს.
1. შიმშილობა საბჭოთა გულაგებში
ფოტო: Libcom
1930-1950-იან წლებში, სტალინის საბჭოთა კავშირის სასტიკ ბანაკებში პოლიტპატიმრები — ინტელექტუალების, დისიდენტებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით, შიმშილობას იყენებდნენ, როგორც რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთადერთ საშუალებას. მოშიმშილეები ითხოვდნენ უკეთეს პირობებსა და სამართლიან სასამართლო პროცესს. საბჭოთა ხელისუფლებამ პროტესტს იძულებითი კვებითა და სხვა მკაცრი სასჯელებით უპასუხა, მაგრამ შიმშილობა რეპრესიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა.
2. ბობი სენდსი და ირლანდიელი მოშიმშილეები
ფოტო: Irishpost
1981 წელს ათმა ირლანდიელმა რესპუბლიკელმა პატიმარმა, მათ შორის ბობი სენდსმა, პოლიტპატიმრის სტატუსის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამ აქტმა ხაზი გაუსვა ციხეში არსებული პირობების არაადამიანურობას და პოლიტიკური პატიმრებისთვის ძირითადი უფლებების უარყოფას. სენდსი 66 დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ ის ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა. მის დაკრძალვას 100 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ამ პროტესტმა გლობალური ყურადღება ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტზე მიაპყრო. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოთხოვნები დაუყოვნებლივ არ დაკმაყოფილდა, ირლანდიელი მოშიმშილეების სულისკვეთებამ დიდი გავლენა იქონია შემდგომ პოლიტიკურ ცვლილებებზე.
3. განდის შიმშილობა მშვიდობისთვის
ფოტო: History
ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერმა, მაჰათმა განდიმ შიმშილობა პოლიტიკური პროტესტისა და მორალური დარწმუნების ფორმად არაერთხელ გამოიყენა. მისი შიმშილობა ინდურ-მუსლიმანურ კონფლიქტებისა და ბრიტანეთის კოლონიალური ხელისუფლების მიმართ პროტესტს გამოხატავდა. მაგალითად, 1948 წელს, ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დელიში ინდუს-მუსლიმთა კონფლიქტის შესაჩერებლად მისმა შიმშილობამ ღრმა ფსიქოლოგიური და პოლიტიკური გავლენა მოახდინა, აიძულა ხელისუფლება და საზოგადოება გადაეხედათ თავიანთი ქმედებებისთვის. მან არაერთი ადამიანი შთააგონა, გამოეყენებინათ მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როგორც ცვლილების ინსტრუმენტი.
4. ინეს მილჰოლანდის სოლიდარობა სუფრაჟისტებს
ფოტო: pbslearningmedia
ინეს მილჰოლანდი იყო ქალთა უფლებების მცველი, რომელმაც პატიმრობაში მყოფ სუფრაჟისტებს სოლიდარობა გამოუცხადა და მათ მსგავსად შიმშილობა დაიწყო. მართალია, ინესის შიმშილობის აქტი არ იყო ხანგრძლივი, მაგრამ რადიკალური აქტივიზმისგან გამოფიტული სუფრაჟისტის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგა. ინესი 1916 წელს სიტყვით გამოსვლისას შეუძლოდ გახდა, დაეცა და მალევე გარდაიცვალა. მისი სიკვდილი შეერთებულ შტატებში ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მისაღებად საბოლოო ბიძგი გახდა.
5. ხადერ ადნანი — პატიმრობა ბრალის გარეშე
ფოტო: aljazeera
პალესტინელმა აქტივისტმა ხადერ ადნანმა გამოიყენა შიმშილობა, როგორც იარაღი ისრაელის მხრიდან ადმინისტრაციული პატიმრობის პოლიტიკის გასაპროტესტებლად(პატიმრობა ბრალის გარეშე). მისი ყველაზე დიდხნიანი შიმშილობა 2012 წელს 87 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც ხადერი გაათავისუფლეს. თუმცა, 2023 წელს, საკვების გარეშე გატარებული 86 დღის შემდეგ, ის ისრაელის ციხეში გარდაიცვალა. ხადერის განმეორებითმა პროტესტებმა ის პალესტინის წინააღმდეგობის მნიშვნელოვან ფიგურად აქცია.
-
ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა
გადახედვა
-
თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები
გადახედვა
-
მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს
გადახედვა
-
მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან
გადახედვა
-
როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
გადახედვა
-
საია: "სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს" საია: "სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს"
გადახედვა
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა ტომ ჰოლანდმა ზენდეია ცოლად მოიხსენია და საიდუმლოდ ქორწინებაზე ვარაუდები გააძლიერა
გადახედვა
-
ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები? ქვიზი: რა სიშორეზე გაგირბიან ქრაშები?
-
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ორმა შვილმა მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა
გადახედვა
-
თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა თინათინ რუხაძე შიო III-ს შეხვდა
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში ტესტი: გამოიცანი, რომელი სასარგებლო ნივთიერებაა სხვადასხვა ხილში
-
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
-
"ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე "ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას და ყველაფერი იქნება კარგად" — ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო ჯონ სნოუს სამეფო კარის თამაშებში დაბრუნება 2027 წლამდე გადაიდო
გადახედვა
-
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
-
აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო საგამოძიებო სამსახური: პოლიციამ ₾22 400-ის ფალსიფიცირებული Jack Daniel’s ამოიღო
გადახედვა
-
PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება
-
მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული მსოფლიოში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქები დასახელდა — ნახეთ წლევანდელი ათეული
გადახედვა

კომენტარები