მარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა ომის დასასრულებლად რაღაც უნდა დათმონ
აშშ-ს სენატში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე მარკო რუბიომ კომენტარი გააკეთა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებაზე. პოლიტიკოსი თვლის, რომ თითოეულ მხარეს რაღაცის დათმობა მოუწევს.
CNN-ის ინფორმაციით, მედიასთან საუბარში რუბიომ აღიარა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს.
თუმცა, მან განაცხადა, რომ კონფლიქტის დასასრულებლად ორივე მხარეს მოუწევს დათმობაზე წასვლა.
რუბიომ ასევე აშკარად აღიარა რუსეთი, როგორც აგრესორი ამ ომში.
"ჩვენ გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ეს საკმაოდ ნათელია. თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ მას სურს იყოს პრეზიდენტი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას და დაასრულებს კონფლიქტებს," — თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
კითხვაზე, თუ როდის შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები და ცეცხლის შეწყვეტა, რუბიომ განაცხადა, რომ ეს იქნება პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი.
"შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ გარკვეული საფუძველი ჩაყრილია, მაგრამ ეს რთული იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ ეს რთული კონფლიქტია, სისხლიანი, და ის უნდა დასრულდეს", — თქვა რუბიომ.
მან დასძინა, რომ რუსეთი არის აგრესორი ამ კონფლიქტში, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს.
20 იანვარს კაპიტოლიუმში აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას პირდაპირ არ უხსენებია რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ ახსენა ომები, "რომლებსაც დაასრულებენ და ომები, რომლებშიც არასდროს შევლენ". ამასთან, ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.
"ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავასრულებთ და, ალბათ, რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ. ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება, ვიყო მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი. სწორედ ეს მინდა ვიყო, მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი", — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაასრულებდა რუსეთ-უკრაინის ომს. კერძოდ, ტრამპმა პირობა დადო, რომ ომს მისი პრეზიდენტობის პირველი 24 საათის განმავლობაში დაასრულებდა. გარდა ამისა, 8 იანვარს ტრამპის მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მას სურდა გამოსავლის პოვნა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად 100 დღეში.
გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის გუნდი ემზადება მოლაპარაკებებისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
კომენტარები