მამუკა მდინარაძე

15 იან, 2025

ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ - ვინ ვის დაესხა თავს, იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც, გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. ასე იყო თუ არ იყო? დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის, ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ.

... ანუ ჭიქა ჩაარტყა სახეში გიორგი გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს, მაგრამ თავდასხმა იყო გახარიაზე? რანაირი მსჯელობაა, ვის მოსდის ეს აზრად...

... დაუმონტაჟებელი კი არა, რაც არ უნდა იყოს, რა ნაწილიც არ უნდა იყოს, ანუ მანამდე იყო დაპირისპირება? სრული [ვიდეოჩანაწერი] რას ნიშნავს? არის დაწყება და არის ბოლო მომენტი, დაწყება ხომ ნამდვილად არის, მე რაზეც ვლაპარაკობ, იმას სრული ვიდეო საერთოდ არ სჭირდება, შუაში რა მოხდა, ამას ჩვენებებით გაარკვევენ, თუ სხვა ვიდეო არ იქნება, ალბათ სხვა კადრებიც იქნება... მაგრამ დაწყების კადრები ხომ ნახეთ, შესაბამისად, იმედი რომ დაამუნათეს დღეს, ვინ იყოვო და ახლა რომ გამქრალები არიან საერთოდ, რატომ ხდება?

შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია მხოლოდ.

ანუ ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან, ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა, თუ ასე იყო - უმძიმესი მუხლია, 325-ე, თუ არ ვცდები, და ამის მცდელობას, 325-ე მუხლის ჩადენის მცდელობას ხომ არ ჰქონდა ადგილი, დიტო სამხარაძე თავად გასცემს გამოძიებას პასუხს, საპასუხო რეაქცია იყო თუ არა, ხო, აბა რა იყო, მაგრამ ბუნებრივია, ამას ფორმალური სხვა საკითხების გარკვევა სჭირდება და მერე თავს დამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა ადვილია, შენ ნუ ესხმი თავიდან თავს, თორემ პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის თავდაცვის მიზნითაც, რავიცი, თავს ხომ არ გაალახინებ, ვიღაცა თავს გესხმის, თავი უნდა დაიცვა, ჭიქას რომ ჩაგარტყამენ სახეში, უნდა გაჩერდე და რას კადრულობ ბატონოვო, უნდა უთხრა? თავს დაგესხმებიან, უნდა გასცე პასუხი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა10515 ნახვა
  2. ანდჟეი დუდა: მე მინდა, ვლადიმირ პუტინი ევედრებოდეს უკრაინას და უკრაინის მოკავშირეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას10105 ნახვა
  3. კობახიძემ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე გააკეთა კომენტარი9340 ნახვა
  4. ფაშინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის ყოფილ ჩინოვნიკებს ციხეში ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღებას აიძულებდა8115 ნახვა
  5. ირაკლი ზარქუამ აბუ-დაბის ინციდენტზე კომენტარი გააკეთა3246 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოქალაქე ლაშა ჩხვიმიანმა დმანისის მერიის წინ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

მოქალაქე ლაშა ჩხვიმიანი Facebook პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ დმანისის მერიის წინ ის დღეიდან შიმშილობას…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~