წულუკიანი მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ მის მიმართ ორჯერ გამოყენებული წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო. ამის შესახებ წულუკიანმა დღეს, 14 ივნისს, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მალევე განაცხადა:
სტრასბურგის სასამართლომ შავი თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი
"ივანე მერაბიშვილის საქმეზე დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელშიც არის 4 ნაწილი. რაც შეეხება დარღვევის და არდარღვევის ნაწილს, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან რეალობაც არის ასეთი, რომ სტრასბურგის სასამართლომ შავი თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ 2 წელიწადზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩვენთვის მთავარი და ეს მიღწეულია. ასევე სასამართლომ თქვა, რომ პირველი 2 გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ ქართველმა მოსამართლეებმა დასაბუთებულად გამოიტანეს, მით უმეტეს თუ მივიღებთ მხედველობაში, იმას რომ სახეზე იყო მაისურაძის გვარზე გაცემული მერაბიშვილის გაყალბებული პასპორტი".
იუსტიციის მინისტრმა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მერაბიშვილის მიმართ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებაა ევროპული კონვენციის 2 მუხლი:
"რაც შეეხება დარღვევებს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ერთ-ერთი გადაწყვეტილება 2013 წლის სექტემბრის, რომელიც ქართველმა მოსამართლემ ზეპირად, ერთი ფრაზით გამოიტანა წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე უარის შესახებ, იყო არასაკმარისად დასაბუთებული და ეს ჩაითვალა დარღვევად. სტრასბურგის სასამართლომ ასევე თქვა, რომ მერაბიშვილის მიერ მოყოლილი ინციდენტი, რომ თითქოსდა 2014 წლის დეკემბერში ის მიიყვანეს დარბაისელთან და ფარცხალაძესთან, ეს ინციდენტი არ იყო გამოძიებულიო და ალბათ ამიტომ არის მე-18 მუხლის დარღვევა იმიტომ, რომ შეიძლება, სხვა მიზნებიც ჰქონოდა მის წინასწარ პატიმრობაში ყოფნასო. აი ეს არის მთლიანობაში".
თეა წულუკიანის თქმით, კითხვის ნიშანი რადგან გაჩნდა, ფარცხალაძესთან შეხვედრის მიზნით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, ეს ეპიზოდი აუცილებლად იქნება გამოძიებული:
"რაც შეეხება თანხის ნაწილს - ივანე მერაბიშვილი ითხოვდა 15 ათას ევროს, მას მიანიჭეს 4 ათასი ევრო, ოთარ კახიძე ითხოვდა 35 ათას ევროს საადვოკატო მომსახურებისთვის და მას მიანიჭეს ასევე 4 ათასი ევრო. ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და ის შევა ძალაში მხოლოდ აგვისტოში და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მე მას არ გავასაჩივრებ".
წულუკიანი ამბობს, რომ ის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს და შესაბამისად, მისი აღსრულება 2017 წლამდე გადაიწევს.
კახიძე: სასამართლომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა, დანარჩენი უმნიშვნელოა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
კომენტარები