ნიკა მელია

12 Jan. 2025, 17:32

"ესენი არიან ის ხალხი, ვისაც რუსთაველის გამზირზე ე.წ. მინივენში ნაწამები ადამიანები მიუყვანეს და კითხვაც კი არ დაუსვამთ, მტკიცებულებიც კი არ გამოუკვლევიათ, ტელეფონები ჩამოართვეს, რა არ აკადრეს, მერე უაპელაციოდ ციხეში გაუშვეს ის 51 ახალგაზრდა წელს და შარშანაც. ის მიზნები და ამოცანები, რისთვისაც ეს ბიჭები იბრძოდნენ, სანამ მიღწეული არ არის, ასეთი პროტესტი გაგრძელდება, მათ მოუწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა. ახლა ისინი ცდილობენ შეკრებას სპეციალურად გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში, ნუთუ სხვაგან ვერ შეიკრიბნენ? მილიონერები არიან, პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი მოსამართლე, რომელსაც მრავალმილიონიანი სასახლე არ აქვს. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ რომელიმეს სასახლეში კორპორაციული მოეწყოთ? არა. გზის პირას განგებ მოაწყვეს შეკრება, იმიტომ, რომ ამით ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებენ. არავის უნდა ეგონოს, რომ ეს ადამიანები აქ სიამოვნებას იღებენ. რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ. ვალდებულები არიან, მოვიდნენ, თორემ სასახლეები აქვთ მილიონ დოლარად შეფასებული. აქ არიან უკიდურეს მორჩილებაში მყოფი ადამიანები. ჩვენი ვალია, ეს პროტესტი გაგრძელდეს. პროტესტი გაგრძელდება, შედეგიც გარდაუვალი იქნება. ეს პროტესტი არც გაჩერდება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…