დისკრიმინაცია თუ ლეგიტიმური მოთხოვნები - აჭარის ტელევიზიის დირექტორს პროკურატურაში უჩივიან
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია
აჭარის პროკურატურაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წინააღმდეგ საჩივარია შეტანილი. არხის დირექტორს, ნათია კაპანაძეს იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბოლქვაძე დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
დისკრიმინაციად შეფასებული დავალებები
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს იურიდიული სამსახურის უფროსი, მალხაზ ბოლქვაძე, On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ დირექტორის, ნათია კაპანაძის დავალებების დიდ ნაწილს არ ასრულებს. მისი შეფასებით, დავალებების ნაწილი მოგონილია, ნაწილი კი მან არ უნდა შეასრულოს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ბოლქვაძემ კაპანაძეს, დისკრიმინაციის ბრალდებით, პროკურატურაში უჩივლა.
იურიდიული სამსახურის უფროსი, დისკრიმინაციის კიდევ ერთ სახედ, თავის შექმნილი დოკუმენტის - ახალი ამბების სამსახურის დებულების რამდენიმე თვის განმავლობაში დირექტორის მიერ დაუმტკიცებლად დატოვებას მიიჩნევს.
"მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ადამიანი ჩემგან უბრალოდ ითხოვს დავალებებს, რომ მუდმივად, მექანიკურად ვასრულებდე დავალებებს, როგორც რაღაც დანადგარი", - ამბობს ბოლქვაძე, რომელიც დასძენს, რომ დებულება მრჩეველთა საბჭოს დავალებით შექმნა, შემდეგ მათ გადაუგზავნა და საბჭოს თავმჯდომარის დადებითი შეფასებაც დაიმსახურა. თუმცა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონით, ეს არც მრჩეველთა საბჭოს და არც მაუწყებლის თანამშრომლის უფლებამოსილება იყო.
შეუსრულებელი დავალებები
On.ge-სთან საუბრისას ბოლქვაძე დირექტორის ერთ-ერთ დავალებას იხსენებს. მისი თქმით, კაპანაძე ითხოვდა "პირდაპირი ჩართვის წესის" შემუშავებას. ბოლქვაძემ მიიჩნია, რომ რადგან უკვე არსებობდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი (2009 წელი) და საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი (2006 წელი) მას კაპანაძის დავალება არ უნდა შეესრულებინა.
"ვთვლი, რომ აბსოლუტურად ზედმეტია. ზედმეტი წესებისა და შეზღუდვების დაწესებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ინფორმაციის მიღების თავისუფლებას. როგორ უნდა იდგეს პირდაპირი ჩართვის დროს ჟურნალისტი და ოპერატორი ამის მიღების საჭიროება არ არსებობს. ეს ჩვეულებრივი ტრენინგის საგანია", - განმარტავს დავალების არ შეუსრულებლობის მიზეზს იურიდიული სამსახურის უფროსი.
როგორც ის ამბობს, დირექტორი მას მივლინების წესის შემუშავებას სთხოვდა. ბოლქვაძე ამბობს, რომ მას მივლინების ის წესი უკვე მოწონებული ჰქონდა, რომელიც ფინანსურ სამსახურს შემუშავებული ჰქონდა, თუმცა, კაპანაძე მისგან ახალი წესის შექმნას მაინც მოითხოვდა.
ბოლქვაძე კაპანაძის კიდევ ერთ დავალებას არ ეთანხმებოდა. ის ამბობს, რომ მას შეეძლო ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებთან კონსულტაციები გაევლო და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიეღო, თუმცა ამის მიუხედავად, ტექნიკური სამსახურის დებულება სრულყოფილად ვერ შეიმუშავა და ხელმძღვანელს შესაბამისი სფეროს სპეციალისტის მოწვევის საჭიროებაზე მიწერა.
რას გააკეთებდა ბოლქვაძე დირექტორი ადგილას რომ ყოფილიყო
კითხვაზე - მის დაქვემდებარებულ პირს, რომ მისი დავალებები არ შეესრულებინა, რას გააკეთებდა - ის ამბობს, რომ არგუმენტირებულ პასუხს მოსთხოვდა.
"თუ დასაბუთება არ არის არგუმენტირებული, მაშინ, რა თქმა უნდა, მე გავუმეორებ ამას. თუ ისევ იმ პოზიციაზე დარჩა, მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც დირექტორმა მიიღო ამ პროცედურასთან დაკავშირებით. შეიძლება, ცოტა რბილი გადაწყვეტილებაც მიმეღო. თუ მისი მხრიდან იქნებოდა ჩემი სრული იგნორირება, ამას ჩემი სათანადო რეაგირება მოჰყვებოდა", - ამბობს ბოლქვაძე და დასძენს, რომ მაქსიმალურად ეცდებოდა საკითხის დარეგულირებას.
სხვა პრეტენზიები კაპანაძის მიმართ
ბოლქვაძე ამბობს, რომ მას კაპანაძემ შვებულების დროს, ავად გახდომისა და დაგვიანების გამო რამდენჯერმე ტელეფონით საუბრისას უყვირა, იმის მიუხედავად, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა - ხერხემლის პრობლემა იყო.
იურიდიული სამსახურის უფროსი გენერალური დირექტორის ნათქვამს, გარე პირების მხრიდან შესაძლო დაინტერესებაზე, ბინძურ შეურაცხყოფად მიიჩნევს. მისი თქმით, 2002-2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც აღორძინების [ასლან აბაშიძის პარტია] კვოტით დეპუტატი აღარაა, პოლიტიკასთან შეხება არ აქვს.
კაპანაძის პასუხები
არხის დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსისთვის მიცემული დავალებები არ სცდება იურიდიული სამსახურის ვალდებულებებს. მისი თქმით, ბოლქვაძეს ევალებოდა: დებულებების შედგენა, სამივლინებო პოლიტიკის განსაზღვრა, შრომითი ხელშეკრულებების გადახედვა და ა.შ.
"რაც შეეხება ტექნიკური მიმართულებით საკითხების გაწერას, ის ისეთივე სამსახურია მაუწყებელში, როგორც ახალი ამბების, ან სატელევიზიო განვითარების სამსახური და მისთვის რეგულაციები იწერება იურიდიული თვალსაზრისით, შესაბამის პირებთან კონსულტაციებით. ტექნიკური დირექტორი და ყველა პირი მზად იყო მონაწილეობა მიეღო დოკუმენტის შექმნაში", - ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ ყველა დებულების საბოლოო ვერსია მაუწყებლის სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ უნდა მიღებულიყო, რის შესახებაც ინფორმირებული იყო იურიდიული სამსახურის უფროსიც.
დირექტორის თქმით, დავალებებთან დაკავშირებით კორექტივების შეტანა სამუშაო პროცესის ნაწილია. როგორც კაპანაძე ამბობს, რაიმეს შეცვლის შესახებ იურიდიული სამსახურის უფროსს მისთვის წინადადება არ შეუთავაზებია.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებას, ყვირილს, კაპანაძე ასე პასუხობს:
"ვესაუბრე საკმაოდ კატეგორიულად, რომ ეს სამუშაო იყო შესასრულებელი. თვეების განმავლობაში შეხსენების, არაერთი თხოვნისა და მითითების ფონზე არ სრულდებოდა დავალებები."
კაპანაძე მის წინააღმდეგ დისკრიმინაციის ბრალდებით, პროკურატურაში შეტანილ საქმეს, დაშანტაჟების მცდელობად აღიქვამს.
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით, დისკრიმინაციული ფაქტების შესწავლის ვალდებულება სახალხო დამცველს დაეკისრა. თუმცა, პროკურატურისთვის მიმართვა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სრულად უზრუნველყოფილია სარედაქციო დამოუკიდებლობა წინასაარჩევნო პროცესების ღიად და გამჭვირვალედ გაშუქება, მაფიქრებინებს, რომ პროცესი არის ან/და შეიძლება იყოს მართული იმ ძალების მიერ, ვისაც შეიძლება არ სურდეს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა", - ამბობს კაპანაძე, რომელმაც 31 აგვისტოს პროკურატურას საქმის დაჩქარებული წესით შესწავლის თხოვნით მიმართა.
იურიდიული სამსახურის უფროსის გეგმა
იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ პროცედურულად, თუ ის 7 სექტემბრამდე არ შეასრულებს დავალებებს გაათავისუფლებენ. ამის მიუხედავად, ის მუშაობის იმავე რეჟიმით გაგრძელებას გეგმავს და გათავისუფლების შემთხვევაში, სასამართლოში ჩივილს აპირებს. მისი აზრით, მას მოგების დიდი შანსი აქვს.
"თუკი მე აღვდგები სამსახურში, ეს იურიდიულად იმის დამტკიცება იქნება, რომ მე არასწორად გამიშვებს სამსახურიდან. მერე გადავწყვეტ ჩემი ნებით წავიდე, თუ არ წავიდე. მე მჭირდება სასამართლო დოკუმენტი, რომელიც იტყვის, რომ შენ ამ ქალბატონმა გაგიშვა უკანონოდ", - დასძენს ის.
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა


კომენტარები