თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა და კორპუსში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად კორპუსში, საცხოვრებელი სახლის ერთ მხარეს მდებარე კედელი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასძენენ, რომ ადგილზე მისულია საპატრულო ეკიპაჟი და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მიმდაბარე ადგილიდან ვიდეოს ფეისბუკმომხმარებელი ავრცელებს.