კიმის ოჯახი: ჩრიდილოკორეული ოჯახის საიდუმლოებები
ფოტო: Reuters
ჩრდილოეთ კორეაში, როგორც ბევრი სხვა რამ, კიმ ჩენ ინის ოჯახიც საიდუმლოებებით არის მოცული. სამხრეთ კორეაში ამბობენ, რომ პირველმა ლედიმ, ლი სოლ ჩჟუმ თებერვალში მესამე ბავშვი გააჩინა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
ინფორმაცია ლი სოლ ჩჟუს სავარაუდო ორსულობის შესახებ, ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, როდესაც მან მოულოდნელად საზოგადოებაში გამოსვლა შეწყვიტა.
ჩრდილოეთ კორეის მთავარი წყვილის პირველი ორი შვილი, სავარაუდოდ, 2010 და 2013 წლებში დაიბადნენ. ჯერ კიდევ უცნობია, ჰყავს თუ არა ჩრდილო კორეელ ლიდერს მემკვიდრე ბიჭი. პირველი და მესამე შვილის სქესი უცნობია. ცნობილია მხოლოდ მეორე შვილის, გოგოს სახელი - ჩჟუ. ამის შესახებ The Gurdian-თან ინტერვიუში "წამოცდა" ამერიკელ კალათბურთელს, დენის როდმანს, რომელიც მოულოდნელად ჩრდილოეთ კორეის ლიდერს დაუმეგობრდა.
მან თქვა, რომ კიმის ოჯახთან ერთად "დროს მშვიდად ატარებდა". თვითონ კიმ ჩენ ინს "კარგი მამა", ხოლო მის ოჯახს "არაჩვეულებრივი" უწოდა.
ჩრდილოეთ კორეის მედია, ფაქტობრივად, არაფერს ყვება ოჯახის წევრების პირადი ცხოვრების შესახებ. არაფერი ვიცით მათი ჯანმრთელობის, ან ჩვევების შესახებ. ერთადერთი ცნობილია, რომ ჩრდილოკორეელ ლიდერს, სავარაუდოდ, დიაბეტი აქვს და ის მწეველია, რაც ფოტოებითაც დასტურდება.
ძალიან ცოტა რამაა ცნობილი კიმ ჩენ ინის ბავშვობის შესახებ. საზოგადოების წინაშე ის 2010 წელს, მამის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, გამოჩნდა. ამასთანავე, მისი დაბადების ზუსტი თარიღიც უცნობია. ამბობენ, რომ 1983 ან 1984 წელს დაიბადა.
მისი ბაბუა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კიმ ირ სენი, მეუღლესთან ერთად ხშირად ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე. წყვილს ბავშვებთან ერთად ფოტოების გადაღება უყვარდა.
კიმ ჩენ ინის მამა, კიმ ჩენ ირი უფრო მეტი საიდუმლოებით იყო მოცული. მიიჩნევენ, რომ მას, სულ ცოტა, ოთხი ცოლი ჰყავდა. მისი ურთიერთობები ყველასათვის დახურული იყო. ცნობილია, რომ მას სულ ოთხი შვილი ჰყავდა - სამი ბიჭი და ერთი გოგო.
როგორც მამას, კიმ ჩენ ინსაც უყვარს პოპ-კულტურა და NBA-ს საკალათბურთო მატჩებს ადევნებს თვალს. სწორედ კალათბურთის სიყვარულის გამო შეხვდა ის ყოფილ კალათბურთელ დენის როდმანს. ასევე, ცნობილია, რომ ის საფეხბურთო კლუბ Manchester United-ის გულშემატკივარია.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, კიმ ჩენ ინი ბერნის საერთაშორისო სკოლაში სწავლობდა.
ჩრდილოკორეულმა მედიამ "ამხანაგ ლი სოლ ჩჟუს" კიმის ცოლის სტატუსი 2012 წელს მიანიჭა მას შემდეგ, რაც მის გვერდით მყოფი ქალის ვინაობასა და სტატუსზე ეჭვების გავრცელება დაიწყეს. სავარაუდოდ, ქორწილი მათ საჯარო გამოჩენამდე სამი წლით ადრე გაიმართა.
თვითონ ლი სოლ ჩჟუს შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. თუმცა ,ერთი პერიოდი ამბობდნენ, რომ ის ორკესტრის წევრი და მომღერალი იყო. მომავალი ქმრის ყურადღება კი თავისი გამოსვლით დაიმსახურა. მეორე ვერსიით, მისი ოჯახი პოლიტიკური ელიტის წევრია, ლის დედა კი ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელი.
სააგენტო Yonhap-ზე დაყრდნობით, 2012 წელს წყვილი ერთად 18-ჯერ გამოჩნდა, 2013 წელს - 22-ჯერ, 2014-ში კი - 15-ჯერ. შემდგომ წლებში საზოგადოებაში საერთო გამოჩენების რიცხვმა კლება დაიწყო.
ერთადერთ მიზეზი, რის გამოც შეიძლება სამი შვილის არსებობა ვივარაუდოთ, ლის უეცარი პერიოდული დაკარგვა და გამოჩენაა. ოჯახს კი შვილების დაბადების შესახებ ოფიციალური განაცხადი არასდროს გაუვრცელებია.
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევა გამონაკლისების გარეშე
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა TI: ახალ ლიცენზიებისა და მილიონიანი ტენდერების სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა მმართველ პარტიას ₾1.5 მლნ-მდე შესწირა
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთი აცხადებს, რომ ნაურუმ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები "უპრეცედენტო და სისტემური ზეწოლის გამო" გაწყვიტა
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა


კომენტარები