საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, X-ზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გუშინ გავრცელებულ განცხადებას, სადაც მოსალოდნელ მსხვერპლზეა საუბარი.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო მიიღებს რუსულ მომავალს, უმჯობესია შეხედოთ პროტესტის მე-13 დღეს თბილისში, რომელიც გრძელდება დე ფაქტო უსაფრთხოების სამინისტროს მიერ მომავალ დღეებში მოსალოდნელი "2-3 ადამიანის სიკვდილის" მუქარის მიუხედავად", — ვკითხულობთ პოსტში.