ლევან იოსელიანი

10 Dec. 2024, 17:53

"გურამ როგავას ცემის ფაქტი და ყველა სხვა ფაქტი, ჩემს მიერ უმკაცრესად შეფასდა. არა მარტო დაგმობილი, არამედ შეფასებული [იყო]. ჩემი მანდატის ფარგლებში მოვითხოვე, რომ ამ ყველაფერზე სასწრაფოდ რეაგირება მოხდეს. ასე რომ, ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას და ჩემს გამოთქმას, რომელმაც შეიძლება კითხვის ნიშანი მაინც გააჩინოს

პოლიციელებზე არასწორია ფოიერვერკის სროლა, ასევე, შენობისთვის ცეცხლის წაკიდება. ეს ცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, მაგრამ ამ პირობებში პოლიციამ უნდა იმოქმედოს ინდივიდუალურად. ეს ადამიანები დაკავებულები, განეიტრალებულები უნდა იყვნენ და მთელი აქცია არ უნდა დაიშალოს. მაგალითად: როცა ჭიჭინაძის ქუჩაზე რაიმე ხდება, ადამიანი, რომელიც დგას თავისუფლების მოედნის მეტროსთან, საერთოდ არ იცის, რა ხდება, ამ დროს აქციის დაშლა იწყება.

225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობის შესახებ. არასათანადო მოპყრობაში ცემაც იგულისხმება, ნაწილი მათგანი ამბობს, რომ ეს ხდებოდა პოლიციის ე.წ. სამარშრუტო მანქანებში. უფრო მეტი ამბობს, რომ ეს ხდებოდა დაკავების დროს, მაგრამ ნაწილი მიუთითებს გადაყვანისას სამარშრუტო მანქანებში [ხდებოდა], რის შესახებაც ჩვენ ოქმები გვაქვს შედგენილი და ყველა ეს ოქმი გადაგზავნილი გვაქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. თუ ვის ეკუთვნის ეს მანქანები? — სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არა მგონია ეს მანქანები სხვისი საკუთრება იყოს.

ჩვენ ვმუშაობთ ყველა სისხლის სამართლის წესით დაკავებულის საქმეზე, ამ დროისთვის, მოვინახულეთ ოცი მათგანი, რა თქმა უნდა, სხვა პირებსაც მოვინახულებთ. მათი დაკავების გარემოებებს, ასევე ციხეში მათი ყოფნის პირობებს ვიკვლევთ, იმიტომ, რომ რამდენიმე მათგანმა მიუთითა, რომ არასათანადო პირობებში იყვნენ და ა.შ. ამ ყველაფერზე ჩვენ ინფორმაცია გვაქვს. შესაბამისად, ვმუშაობთ პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომ ასეთ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ.

ჩემი წარმომადგენელი მასთან შესული იყო და ნახა მისი საკანი, სადაც ის იმყოფებოდა. ჩვენი შეფასებითაც, [საკანი] არ შეესაბამებოდა სტანდარტს და ამასთან დაკავშირებით მივაწოდეთ [ინფორმაცია] პენიტენციურ დაწესებულებას და მოვთხოვეთ რეაგირება, რომ ის გადაიყვანონ სხვა საკანში. ის გარემოება, რაზეც ის მიუთითებდა ჩვენ გამოვიკვლიეთ და ეს ნამდვილად ასე დაგვხვდა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. ორთვიანი განშორების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს შეურიგდა
  3. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  4. "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
  5. ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რესან ქიქავა: ეკითხებიან, რატომ აღარ "ვჩანვარ"? ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება

"ექსპო-ჯორჯიას" დირექტორი, ბიზნესმენი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ აღარ ჩანს…