ლევან იოსელიანი

25 Jan. 2025, 10:32

"არასოდეს გამიმართლებია მე პოლიციელზე თავდასხმა და არც გავამართლებ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს კონტექსტი, უნდა გვესმოდეს ადამიანის მდგომარეობა. რომ შევადაროთ, რამდენიმე დღეშიც მოხდა პოლიციელებზე თავდასხმა, სამწუხაროდ, 3 პოლიციელი დაჭრა ერთმა ადამიანმა და იგივე მუხლით მოხდა საქმის აღძვრა და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანი.

ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და არ არის აუცილებელი ყოველთვის პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა, იყოს გამოყენებული. შეიძლება იყოს გირაო, იყოს თავდებობა ან სხვა ფორმები, რომლების არ გულისხმობენ პატიმრობას. 

…ზოგადად, მარტო ქალბატონი მზიას შემთხვევას არ ვგულისხმობ, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში ამ ბოლო პერიოდში და მათ მიმართაც ვთვლი, რომ ყველა შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების ფორმა პატიმრობის გამოყენება არ არის გამართლებული. მე არ ვიცი საქმეების მიხედვით რა მტკიცებულებებია, მაგრამ 40 საქმიდან ყველა როგორ არის ისეთი, სადაც პატიმრობის გამოყენება აუცილებელია? სადღაც ხო შეიძლება გირაო იყოს გამოყენებული ან სხვა ფორმა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს…