Ivy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტები მშვიდობიან დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ
Ivy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტები ქართული ოცნების გადაწყვეტილება 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი აპროტესტებენ და ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების ხელის მომწერები, რომელთა რაოდენობა მზარდია, დემონსტრანტებს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ და გმობენ საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას.
"ჩვენ, Ivy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტები, მეცნიერები, ლექტორები და სხვა, ვაპროტესტებთ ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ეს ნაბიჯი უგულებელყოფს ქართველი ხალხის ნებას და კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლებიც პირდაპირ ეხმიანებიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს.
ჩვენი, როგორც საზოგადოების აქტიური წევრების, უპირველესი პასუხისმგებლობაა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და კონსტიტუციური ღირებულებების ერთგულებას. წლებია, ქართველი ხალხი იბრძვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც როგორც ჩვენი ისტორიული არჩევანი, ასევე სტრატეგიული განვითარების განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო იზოლირება და მხარდაჭერის დაკარგვა, განსაკუთრებით მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქვეყანას რთული გამოწვევების წინაშე მარტო დატოვებს. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს.
სოლიდარობას ვუცხადებთ და ვუერთდებით მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ძალადობის მიუხედავად, განაგრძობენ ქვეყნის ინტერესების დაცვას. მიუღებელია ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ მიზანმიმართული ძალადობა. მოვუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და დაიცვან მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, როგორც ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზის ერთგული, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული და სტრატეგიული არჩევანია. თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა ამ მიზნისთვის ბრძოლა", — ნათქვამია განცხადებაში.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები