ბარიერგადალახული ოთხი პარტია დღეიდან საინფორმაციო ცენტრს აამოქმედებს
ფოტო: IPN
ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია დღეს საინფორმაციო ცენტრს აამოქმედებს, რომელიც საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე განახლებულ ინფორმაციასა და პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებებს მიაწვდის. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, საზოგადოებას ადეკვატური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ყველაფერ იმაზე, რაც ხდება.
"დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მოგაწვდით განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკანონოდ დაკავებულ ყველა ადამიანს, რომლებიც არიან გატაცებული უკანონოდ. უკვე იმდენი ადამიანია დაკავებული, თბილისშიც ვეღარ ატევენ და რეგიონებში მიჰყვათ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს უკანონო რეჟიმი არის ლპობის ფინალურ სტადიაზე. ის ფაქტი, რომ ასე იქცევიან, ადასტურებს იმას, რომ მათ, გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, არ დარჩათ არანაირის სხვა რესურსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. უამრავი პატიოსანი, პატრიოტი საჯარო მოხელე ემიჯნება ამ ყველაფერს და უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტია ეწევა საქართველოში“, — განაცხადა ცუცქირიძემ.
გარდა ამისა, ცუცქირიძე პოლიციას მიმართავს, კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები დაიცვან, ქართულ ოცნებას კი მოუწოდებს, ხელახალი არჩევნები დანიშნოს.
"მინდა, მივმართო პოლიციას - თქვენი პოლიციის ფიცი გულისხმობს იმას, რომ უნდა დაიცვათ კონსტიტუცია, დემოკრატია და ადამიანის უფლებები და არა რომელიმე ერთი პირი. ნუ მიიღებთ მონაწილეობას არალეგიტიმური რეჟიმის უკანონო ბრძანების განხორციელებაში, ნუ მიიღებთ მონაწილეობას ქართველი ახალგაზრდების დასახიჩრებასა და რბევაში. ამისთვის არ ხართ პოლიციაში, ხართ იმისთვის, რომ შეასრულოთ კანონი და უზრუნველყოთ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დაცვა.
მინდა, ყველას მოვუწოდო დაუმორჩილებლობისკენ. განსაკუთრებით მათ, ვინც საჯარო სექტორში მუშაობენ. არ შეიძლება, ამ რეჟიმს გადავაყოლოთ ეს ქვეყანა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, მინდა მივმართო მათ - ყველაზე კარგი და ალბათ, ერთადერთი პოლიტიკური გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ახალი არჩევნების დანიშვნა. მოგიწოდებთ, ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოთ", — განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
კომენტარები