იოსელიანი: მოთავსების იზოლატორში მყოფ დაკავებული პირების ნაწილს ფიზიკური დაზიანებები ვიზუალურად ეტყობათ
სახალხო დამცველი, ლევანი იოსელიანი აცხადებს, რომ დაკავებული პირების ნაწილს, რომლებიც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა, ფიზიკური დაზიანებები ვიზუალურად ეტყობათ.
მანვე აღნიშნა, რომ ის ფაქტია საგანგაშო, როცა მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობა კონკრეტულ შედეგს არ დებს.
"20-მდე დაკავებული მოვინახულე, ესენი არიან, როგორც დღეს დილით, ასევე გუშინ დაკავებულები. მათ ნაწილს გარეგნულადაც აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ეს აღარ არის უჩვეულო სურათი, წინა ვიზიტის დროსაც, დიღმის იზოლატორშიც ანალოგიური სურათი დამხვდა. როცა პოლიცია მომიტინგეებს აკავებს, ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში ძალას ამეტებს და ეს ძალიან ცხადად ჩანს, როცა შედიხარ და ამ ადამიანებს ხვდები, რადგან ძირითადად, ყველას სახეზე ეტყობა ეს დაზიანებები. მრავალგზის ვთქვი და გავიმეორებ, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოქალაქეების დაკავების პროცესში არ გადაამეტოს უფლებამოსილებას, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასეთ შემთხვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება ჰქონდეს.
მთელი 4 დღის განმავლობაში, როგორც მე, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაკავებულებს ვხვდებით, მათგან ინფორმაციას ვიღებთ და შესაბამის ოქმებს ვადგენთ. თუ ვხედავთ, რომ ადგილი სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტს, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას აქვს ადგილი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის ვუგზავნით. შემდეგ ამ გამოძიების ეფექტურობის შეფასებასაც ვახდენთ. შემიძლია ვთქვა, გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებებზე, სამწუხაროდ, არანაირი შედეგი არ არის. ეს ყველაფერი საგანგაშოა, როცა გამოძიების მიმდინარეობა კონკრეტულ შედეგს არ იძლევა, უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე ზარალდება დაგვიანების მომენტში", — განაცხადა იოსელიანმა.
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
კომენტარები