ცხოველები, რომლებიც უანგარო მეგობრობის არსებობაში დაგარწმუნებენ
ფოტო: bay.com
ცხოველთა სამეფოში გადარჩენის ინსტინქტი და ბუნებრივი იერარქია ხშირად განსაზღვრავს ურთიერთობებს. თუმცა, ხანდახან ბუნება ისეთი გულის ამაჩუყებელი ამბებით გვაოცებს, რომლებიც მისსავე კანონებს ამარცხებს და გვიმტკიცებს, რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს.
ამ სტატიაში სხვადასხვა ცხოველს შორის ჩამოყალიბებულ გულწრფელ მეგობრობებზე გიამბობთ, რომლებმაც ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუთბეს გული და დაგვარწმუნეს, რომ წრფელი ურთიერთობების დამყარება მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ნიჭი არ არის. ეს ამბები შთაგვაგონებს, ახლებურად გვანახებს ემპათიისა და ნდობის ძალას. მოდი, ერთად გავეცნოთ სამყაროს, სადაც განსხვავებები ცხოველებს აახლოებს:
ტინი და სნიფერი — ნორვეგიელი ძაღლისა და მელიის მეგობრობის ისტორია
ფოტო: Bored Panda
მართალია, ძაღლები და მელიები სხვადასხვა სამყაროებში ცხოვრობენ და ერთმანეთს ხშირად მტრობენ ხოლმე, მაგრამ ძაღლი ტინისა და მელია სნიფერის შემთხვევაში პირიქით მოხდა. მათ ერთმანეთი იმ ერთ მშვენიერ დღეს გაიცნეს, როცა ტინის თავისი პატრონი, ფოტოგრაფი ტორგეირ ბერგე ასეირნებდა ნორვეგიის ერთ-ერთ ტყეში.
ფოტო: Bored Panda
მათი მეგობრობა გაცნობის წამიდანვე დაიწყო — ტინიმ და სნიფერმა მაშინვე დაიწყეს თამაში და ერთმანეთის დაშავება არც კი უცდიათ. ახლა ისინი ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან და მრავალ საინტერესო თავგადასავალში ეხვევიან, რომლებსაც ტინის პატრონი კამერით აღბეჭდავს.
ფოტო: Bored Panda
ფოტო: Bored Panda
ფოტო: Bored Panda
ლომი ბოუნდიგერი და ტაქსა მაილო განუყრელი მეგობრები არიან
ფოტო: The Today Show
ვაინვუდდში, ოკლაჰომას შტატში მდებარე ეგზოტიკურ ცხოველთა პარკში მცხოვრები ლომი ბოუნდიგერი 230 კილოგრამს იწონის, მაგრამ ეს პაწაწინა ტაქსასთან მეგობრობაში ხელს მაინც არ უშლის.
ბოუნდიგერი და მაილო მაშინ დამეგობრდნენ, როცა ბოუნდიგერი ჯერ კიდევ ლეკვი იყო. ლომი ძვლის მეტაბოლური დაავადებით დაიბადა, რის გამოც ხეიბრობს. როცა მაილომ შენიშნა, რომ ლომს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მისთვის ნუგეშის ცემა და დაცვა მოინდომა, რის შემდეგაც ბოუნდიგერის ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. ახლა ისინი განუყრელი მეგობრები არიან — ერთად თამაშობენ, ჭამენ, ისვენებენ და ერთმანეთს ეხუტებიან კიდეც.
ფოტო: The Today Show
შერე ხანი, ბალუ და ლეო — ზღაპრული მეგობრობის ისტორია
ფოტო: Reddit
თუ გგონიათ, რომ დათვები, ლომები და ვეფხვები მხოლოდ ზღაპრებში მეგობრობენ, ცდებით — დათვი ბალუს, ვეფხვი შერე ხანისა და ლომი ლეოს მეგობრობის ისტორია ძალიან ემოციურია. ცხოველთა უფლებების დამცველებმა ისინი ნარკოდილერისგან დაიხსნეს, რომელიც მათ გაუსაძლის პირობებში აცხოვრებდა. ბალუს ოპერაციაც კი დასჭირდა, რადგან ჯაჭვი, რომლითაც პატრონს დაბმული ჰყავდა, შეეზარდა. ამ გმირმა ცხოველებმა ერთად მრავალი სირთულე გამოიარეს, ამიტომ ახლა ერთმანეთს არასდროს ტოვებენ. შერე ხანი, ბალუ და ლეო ახლა ამერიკაში, ნოეს კიდობნის ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობენ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ.
ფოტო: Reddit
ფოტო: Reddit
ორანგუტანი სურია და ცუგა როსკო
სურიას და როსკოს ისტორია ერთი ნახვით შეყვარების ჭეშმარიტი მაგალითია. სურია სამხრეთ კაროლინაში მდებარე საფრთხეში მყოფ ცხოველთა ნაკრძალში ცხოვრობდა, როცა ერთ დღეს ტერიტორიას როსკო მოადგა. თურმე, როსკო აქ მომუშავე პერსონალს გამოჰყვა. ნაკრძალში შემოსული ძაღლი სურიამ მალევე შეამჩნია და წამში მასთან გაჩნდა, რადგან მიხვდა, რომ ახალი პარტნიორი გამოუჩნდა.
თავიდან პერსონალს როსკო დაკარგული ეგონათ და მის პატრონს ეძებდნენ, თუმცა მის მოსაკითხად არავინ გამოჩენილა. როგორც ჩანს, როსკოს გულმა თავისი ჭეშმარიტი მეგობრის მოსაძებნად უწევდა და ბედმა სწორ ადგილასაც მოიყვანა — სურია და როსკო ახლა ყოველ დღეს ერთად ატარებენ და უამრავი საერთო ჰობიც აქვთ.
ფოტო: The Daily Mail
ფოტო: The Daily Mail
ფოტო: The Daily Mail
ფოტო: The Daily Mail
როგორც ხედავთ, მეგობრობა ცხოველებსაც შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კარგი გაკვეთილია ადამიანებისთვის, არა?
შინაური ცხოველების მეგობრებს, ძაღლებისა და კატებისთვის საუკეთესო კვებისა და მოვლის შეთავაზებისთვის Petverse ეხმარება. Petverse ოთხფეხა მეგობრების ჰიპერპრემიუმ კლასის იტალიური საკვები ბრენდის, Farmina-სა და აქსესუარებისა და მოვლის საშუალებების ბელგიური ბრენდის, M-Pets-ის, დისტრიბუტორია საქართველოში. Farmina-ს ნუტრიციოლოგთან უფასო კონსულტაციით შეგიძლია შეურჩიო შენს ძაღლსა თუ კატას შესაბამისი საკვები. დაურეკე Farmina-ს ნუტრიციოლოგს ნომერზე: 032 211 20 12 ან ეწვიე Petverse-ის შოურუმს, მის: მერაბ კოსტავას #71.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები