Cryptal და CreditService+ დამეგობრდნენ — რას ნიშნავს ეს მომხმარებლებისთვის?
ფოტო: cryptal
კრიპტალი და CreditService+ დამეგობრდნენ - ბალანსის ნაღდი ფულით შევსებისა და განაღდების ახალი გზა
კრიპტოაქტივები ყოველდღიურ ფინანსურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩნდება და სულ უფრო მეტი ადამიანი თუ ბიზნესი იყენებს მათ სხვადასხვა მიზნით, მათ შორის საქართველოშიც. დაინტერესებას ისიც ზრდის, რომ ბოლო დროს ბიტკოინის ფასი ახალ მწვერვალებს აღწევს. ფასის ზრდის პარალელურად კი, ბიტკოინის ყიდვა ინდივიდების გარდა სხვადასხვა ინსტიტუციებმა და მთავრობებმაც დაიწყეს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება კრიპტოს პოტენციალი და მისი რეალური ღირებულება. თუმცა, მიუხედავად ამისა, კრიპტო ინდუსტრია ბევრი ადამიანისთვის მაინც უცნობ და შორეულ სფეროდ რჩება.
სწორედ ამ ბარიერის გადასალახად ბაზარზე სიახლეა! კრიპტალი და CreditService+ დამეგობრდნენ, შედეგად კრიპტო აქტივები დღეს კიდევ უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინდუსტრიაში სულ პირველ ნაბიჯებს დგამენ.
ქართული ბირჟა კრიპტალი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ისეთი პოპულარული კრიპტო აქტივებით ივაჭრონ, იყიდონ ისინი, შეინახონ ან გადარიცხონ როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი, დოჯქოინი და სხვები არიან.
კრედიტსერვის+ კი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ფიზიკური ფილიალით.
პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ბალანსი ნაღდი ფულის, ქართული ლარისა და ა.შ.შ. დოლარის გამოყენებით შეავსონ. დამატებით კი, კრიპტალის მომხმარებლებს კრედიტსერვის+ ფილიალებიდან სასურველი თანხის მყისიერად განაღდება შეუძლიათ.
ახლა კრიპტო აქტივები გაცილებით ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის. მომხმარებლებს უჩნდებათ შესაძლებლობა კრიპტო ინდუსტრიაში საქმიანობა ნაცნობი გზების გამოყენებით დაიწყონ და სრულად კონცენტრირდნენ სასურველი აქტივების ყიდვაზე.
Creditservice+-ის CEO გურამ კანდელაკი პარტნიორობის შესახებ:
“მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+ წარმოადგენს საგადახდო პროვაიდერის შპს სიფეის აგენტს და ფუნქციონირებს საქართველოს 25 ქალაქში 50 სერვისცენტრით.
ჩვენი და კრიპტალის ერთობლივი მომსახურებით, ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა სრულიად ლეგალურად შეიძინოს კრიპტო აქტივი.
მომსახურება ხდება ყველა კანონის დაცვით და არანაირი საფრთხე არ ემუქრება მომხმარებლის ფულად სახსრებს და მის ანგარიშებს.
მომხმარებლებს ვპირდებით კვალიფიციურ და უსაფრთხო მომსახურებას როგორც კრიპტო აქტივის შეძენის მხრივ, ასევე სხვადასხვა ფინანსური მომსახურების კუთხით.”
CRYPTAL-ის CEO ხვიჩა კოპინაძე პარტნიორობის შესახებ საუბრობს:
„კრიპტალის მისია, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს კრიპტო აქტივები, უფრო კონკრეტულად კი, კავშირი ტრადიციულ საფინანსო და კრიპტო სამყაროებს შორის, გრძელდება. კრედიტსერვის+-თან პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს არის. კრიპტო გახდეს გაცილებით ხელმისაწვდომი, ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს გაეზარდოთ სამომხმარებლო გამოცდილება და ზოგადად, კრიპტოს მიმართ გაიზარდოს ნდობა.
პარტნიორობის შედეგად კი, ყველაზე მოგებული მომხმარებელი რჩება, რადგან მათ საშუალება ეძლევათ კრიპტო ინდუსტრიაში ფეხი შედგან მარტივად და გადადგან პირველი ნაბიჯები უსაფრთხოდ, მათთვის ნაცნობი გზებით.
საქართველოში კვლავაც დიდი მოთხოვნაა ნაღდ ფულზე, შესაბამისად მომხმარებლებს სურვილი აქვთ რომ კრიპტოსთან ურთიერთობა სწორედ ნაღდი ფულის გამოყენებით დაიწყონ. შედეგად, მომხმარებლებს ექნებათ კომფორტი, რომ ანგარიშზე თანხა მათთვის მისაღები გზებით შეიტანონ ან გამოიტანონ.
მოკლედ, სიახლეები გრძელდება და კრიპტალის მისია, კრიპტო გახდეს უფრო მასობრივი და ხელმისაწვდომი ჯერ არ დასრულებულა.“
რა უპირატესობა აქვს ბალანსის ნაღდი ფულით შევსების ამ მეთოდს?
მარტივია - CPAY/კრედიტსერვის+-ის ფიზიკური სალაროების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა, რომ ნაღდი ფული ანგარიშზე მოხვდეს. საჭიროა მხოლოდ ფიზიკურ ფილიალში მისვლა, დანარჩენი კი ისეთივე ნაცნობი და უფრო მარტივი პროცედურაა, როგორიც თანხის სალაროში გადახურდავება და ა.შ.
სწრაფია - მომხმარებლის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხა ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მყისიერად გამოჩნდება ბალანსზე. ეს გზა იმ მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც ანგარიშის შევსება ნაღდი ფულით სურთ და მათთვის სისწრაფე მნიშვნელოვანია.
ხელმისაწვდომია - კრედიტსერვის+ საქართველოს მასშტაბით 50-მდე სერვისცენტრი და ფილიალი აქვს - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ქობულეთი და ა.შ.
გარდა ამისა, მათი ზოგიერთი ფილიალი დღე ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 24/7-ზე მუშაობს. მომხმარებელს თანხის შეტანა ან გატანა ნებისმიერ დროს შეუძლია, რომელი საათი ან რა დღეც არ უნდა იყოს.
პირდაპირია - გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ ბალანსი ნაღდი ფულის გამოყენებით შეავსონ, დამატებით უპირატესობას პროცესის პირდაპირობაც ქმნის.
საჭირო არ არის საბანკო ანგარიშის ქონა და ბანკებთან ურთიერთობა, პირდაპირ, ნაღდი ფულით და კრედიტსერვის+-ის გამოყენებით მომხმარებლის თანხა მის ანგარიშზე ხვდება, შეზღუდვებისა და დაბრკოლებების გარეშე.
მოხერხებულია - თუკი მომხმარებელს დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის შეტანა უნდა საკუთარ ანგარიშზე, მაშინ CreditService+-ის ფილიალი სწორი არჩევანია.
სრული თანხის შეტანა, რომელზეც კომპანიის თანამშრომელი იზრუნებს, მშვიდ გარემოშია შესაძლებელი.
როგორ შეიძლება Cryptal-ის ბალანსის შევსება ნაღდი ფულით?
იმისათვის, რომ მომხმარებელმა CRYPTAL-ის ბალანსი შეავსოს და ანგარიშზე ნაღდი ფული (ლარი ან ა.შ.შ. დოლარი) შეიტანოს, რამოდენიმე მარტივი ეტაპი უნდა გაიაროს, რომელიც კრედიტსერვის+-ის ფილიალში ვიზიტით იწყება. ფულის ბალანსზე შეტანის დეტალური ინსტრუქცია კი, ლინკზეა.
შეჯამება: კრიპტო უფრო ხელმისაწვდომია
კრიპტოს მიმართ დაინტერესება იზრდება როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი რომ ინდუსტრიაში ჩაერთოს და კრიპტოს ყიდვა დაიწყოს.
სწორედ ამიტომ, კრიპტალი მომხმარებლებს ბალანსის შევსების კიდევ ერთ გზას სთავაზობს. კრედიტსერვის+-თან დამეგობრებით, ანგარიშის ნაღდი ფულით პირდაპირ, ფიზიკური სალაროებიდან შევსების, ან სულაც თანხის განაღდების შესაძლებლობა ჩნდება.
პროცესი ნაცნობი და მარტივია, ეს კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მომხმარებელი კრიპტოში პირველ ნაბიჯებს დგამს და არანაირი გამოცდილება არ აქვს.
თანხის ანგარიშზე შეტანის ეს გზა მაშინაც გამოდგება, თუ სისწრაფე ან საბანკო სერვისების გვერდის ავლა მნიშვნელოვანია.
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
"მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
კომენტარები